"დაგვიბრუნეთ ლუკმა-პურის შოვნის უფლება" - თურქეთში დასაქმებულების მოთხოვნა
Tbilisi Daily
თურქეთში დასაქმებულები კვლავ საზღვრის გახსნას ან ყოველთვიურად 300 ლარის ოდენ0ბით კომპენსაციას ითხოვენ. ისინი დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესა და ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრ ვლადიმერ მგალობლიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ. "მხოლოდ ხუთი ქვეყანა საკმარისი არაა, გახსნან თურქეთის საზღვარი და მოგვეცეს დასაქმების საშუალება, ჩვენ იქ ლუკმა-პურის ფულს ვშოულობდით, თითქოს სესხები გადაავადა მთავრობამ, მაგრამ დაგვიმატა პროცენტები და სამმაგს ვიხდით, იმასაც ვერ ვიხდით და არ ესმის ჩვენს მთავრობას, ერთჯერადი 300 ლარი არ აგვიღია და არც არის საკმარისი, მოვითხოვთ ვლადიმერ მგალობლიშვილთან და დავით გაბაიძესთან შეხვედრას. ვლადიმერ მგალობლიშვილი მედიასაშუალებებით აკეთებს განცხადებას, რომ ქვეყანაში არ არსებობს მოქალაქე რომელიც შიმშილობს, - როგორ არ რცხვენია. 80 წლის ქალები დადიან და შრომობენ თურქეთში რომ ოჯახი გამოკვებონ" - ამბობენ აქციის მონაწილეები.