„მარწვენი“ - მივიწყებული კერძი, რომელსაც დაუვიწყარი გემო აქვს

Tbilisi Daily

ქართულ სამზარეულოს ქართველების ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია. თითოეული ჩვენგანი კარგად იცნობს სხვადასხვა კუთხეებისთვის დამახასიათებელ კერძებს და მათ დიდი ინტენსივობითაც გეახლებით. უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს პირველ რიგში ქართული სამზარეულოს შედევრებით ვაჯილდოვებთ ხოლმე და მათი აღფრთოვანებული სახეების დანახვისას, სიამაყით ვივსებით. Georgia Daily-ს კვირის მივიწყებული კერძია „მარწვენი“ - „გემრიელიას“ რეცეპტით. ინგრედიენტები: რძე - 700 მლ კვერცხი - 5 ცალი ფქვილი - 100 გ სულგუნი - 150 გ ხმელი პიტნა - 2 გ მომზადების წესები: საშუალო ზომის ქვაბში ჩავასხათ 700 მლ. რძე და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, ამავდროულად ცალკე ჭურჭელში დარჩენილ 100 მლ. რძეში გავხსნათ 4 სუფრის კოვზი ფქვილი, საცერში გადავწუროთ და დავუმატოთ უკვე ცეცხლზე დადგმულ რძეს (ეს ყველაფერი იმისთვისაა საჭირო, რომ შესქელებისას ფქვილმა არ წარმოქმნას მკვირივი ბუშტუკები - უნდა მივიღოთ ერთგავროვანი მასა). ვურიოთ გაუჩერებლად, სანამ მასა არ შესქელდება. დავუმატოთ გახეხილი სულგუნი და გავაგრძელოთ მორევა. როდესაც ყველი დადნება, გავტეხოთ 5 კვერცხი და სათითაოდ ჩავუშვათ შესქელებულ ფაფაში, ისე რომ კოვზით გადავფაროთ კვერცხი (არ უნდა დავაზიანოთ კვერცხის გული, სიფრთხილეა საჭირო).მას მერე რაც კვერცხებს მოვათავსებთ ფაფაში, მორევა უნდა შევწყვიტოთ. 5 წუთის მერე, დიდი კოვზის საშუალებით გადმოვიღოთ ფაფა. აუცილებლად შევამჩნევთ გამომცხვარ კვერცხს, რომელსაც გული თოხლო უნდა ჰქონდეს. რეკომენდირებილია მოვაყაროთ ხმელი პიტნა. გირჩევთ მიირთვათ თბილ მდგომარეობაში მჭადთან ერთად. გემრიელად მიირთვით! ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები #მივიწყებულიკერძი #კულინარია