ზისხურა - სვანური კერძი, რომლის შესახებაც, ამ დრომდე, ალბათ, არავის არ გსმენიათ

Zugdidi Daily

კერძს სვანები ღორის სისხლისგან ამზადებენ, რომელსაც ცხოველის დაკვლისთანავე იღებენ, შიგნით ცხელ ნაკვერჩხალს ყრიან და ელოდებიან, რომ შედედდეს. შემდეგ წვრილად დაჭრილ, მოხარშულ ბადე-ქონს, ხმელ სუნელს, ნიორს, წიწაკასა და სვანურ მარილს უმატებენ, ერთმანეთში ურევენ, ნაწლავში ტენიან, სწორედ ისე, როგორც კუპატის შემთხვევაში, პირს ძაფით უკრავენ და დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ხარშავენ. კერძი სვანეთში პოპულარობით სარგებლობდა. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #კულინარია #სვანეთი #გემო #მივიწყებულიკერძი #zugdididaily წყარო: allnews.ge