დმანისში სროლა იყო - დაჭრილია საკრებულოს თავმჯდომარე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

დმანისში ცოტა ხნის წინ სროლა იყო, დაჭრილია დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ოქრიაშვილი. იგი „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატკახა ოქრიაშვილის ახლო ნათესავია. კახა ოქრიაშვილი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. არსებული ინფორმაციით, მერაბ ოქრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის თბილისის საავადმყოფოში გადაჰყავთ. თავმდამსხმელთა ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.