Bloomberg-ზე ლარი მცირედით კვლავ გამყარდა
Tbilisi Daily
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.3144 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3188 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3137 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9466 ლარია.