ესპანეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 700 000-ს გადააჭარბა

Tbilisi Daily

ესპანეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 700 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ ჯანდაცვით უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ერთ თვეზე ნაკლებ პერიოდში ესპანეთში კოვიდ-19-ის 200 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და დაავადებულთა რიცხვმა სულ 704 209-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია. 24 სექტემბრის მდგომარეობით, ესპანეთში ახალი ტიპის ვირუსს სულ 31 118 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ ილლამ განაცხადა, „მადრიდში რთული კვირები მოდის“.