რიწის ტბა აფხაზეში, მდინარე ბზიფის აუზში, ზღვის დონიდან 884 მ-ზე მდებარეობს. მისი მაქსიმალური სიღრმე კი 101 მეტრია.
რიწის წყალი მეტად მტკნარია. გაზაფხულზე მომწვანო ფერისაა, ზამთარში — მოცისფრო-მოლურჯო. ტბის გარშემო წიწვოვან ნაძვთა მრავალი ნაირსახეობა ხარობს. სტალინის ერთ-ერთი აგარაკი, რიწის ტბაზე მდებარეობს. ეს მისი საყვარელი დასასვენებელი ადგილი გახლდათ, რომელსაც ოჯახის წევრებთან ერთად ხშირად სტუმრობდა, რაც კიდევ უფრო იზიდავს ტურისტებს ტბისაკენ. მისი გარდაცვალების შემდეგ კოტეჯი მუზეუმად იქცა.
1946 წელს შეიქმნა რიწის დაცული ტერიტორია ტბისა და მისი შემოგარენის ბუნების დასაცავად. ზღვიდან ამომავალი სატრანსპორტო გზა 1936 წელს დაიგო. ტბა მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა იყო საბჭოთა პერიოდში და მის დასათვალიერებლად დღეში 1000-მდე ტურისტი ამოდიოდა.
რიწა ტურისტებს მუდმივად აკვირვებს თავისი სილამაზით, მის შემოგარენში პატარა და მყუდრო კაფეებია განთავსებული, არის საპიკნიკე ზონებიც, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რიწა ემზადება ტურისტების მისაღებად, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც ვარაუდობენ, ტურისტთა რაოდენობა 60 % შემცირდება, შესაბამისად მნახველების რაოდენობაც მოიკლებს.
ლეგენდა რიწაზე
ლეგენდის თანახმად აღნიშნულ ადგილას ცხოვრობდა ულამაზესი ქალი რიწა რომელსაც ჰყავდა 3 ძმა, აგეფსთა, აცეტუკა და ფშეგიშხა. ამ ადგილას ტბის ნაცვლად იყო ხეობა სადაც მდინარე ჩამოედინებოდა. ყოველდღიურად ძმები სანადიროდ მიდიოდნენ და რიწას მარტო უწევდა ხეობაში დარჩენა. საღამოობით კი ძმები დის ულამაზესი ხმით ტკბებოდნენ და მთელ დროს ბედნიერად ატარებდნენ. ერთ დღესაც, ნადირობისას ძმებმა შორს შეტოპეს, რის გამოც დააგვიანდათ. რიწას მოენატრა საკუთარი ძმები და სიმღერა დაიწყო. მისი ხმა ტყის ყაჩაღებმა, გეგამ და იუპშარამ გაიგონეს და ქალი მოიტაცეს. რიწას კივილი ძმებს შემოესმათ და დის საშველად გამოემართნენ. ერთ-ერთმა ძმამ იუპშარას ხმალი ესროლა, მაგრამ აცდა და ხეობაში დაერჭო, სადაც ტბა წარმოიშვა. თითონ რიწა იუპშარას ხელიდან დაუსხლტა და ტბაში გადავარდა. ამასობაში ძმებმა იუპშარაც ტბაში მოისროლეს. ტბამ არ მიიღო იგი და მდინარეს ზღვისკენ გაატანა, რომელსაც გეგამაც ვერ უშველა და წყალში დაიხრჩო. რიწას გადარჩენა ძმებმა ვეღარ შეძლეს. ლეგენდის თანახმად, ძმები მთებში გაბრუნდნენ და დღესაც იცავენ დის განსასვენებელს.
#რიწა
#რიწისტბა
#აფხაზეთი
#SokhumiDaily