საიდან მოდის „გვირლობის" ტრადიცია - ეს უნდა იცოდე

0
XX საუკუნის დასაწყისში მაისის პირველი ორი დღის განმავლობაში „გიმნაზისტკა“ გოგონები ქველმოქმედების მიზნით გვირილებს ყიდდნენ და აღებული შემოწირულობებით ჭლექიანებს ეხმარებოდნენ. საქველმოქმედო აქციის იდეის ავტორი ვექილ ჩიქოვანის მეუღლე, სილმაზის დედოფლად აღიარებული საშა ჩიქოვანი გახლდათ. 1909 წლიდან 1919 წლამდე ქუთაისში გვირილობა ყოველწლიურად იმართებოდა, რასაც აქტიურად ეხმაურებოდა იმდროინდელი პრესა. 1913 წელს გაზეთი „კოლხიდა“ წერდა: „გვირილობას“ ქუთაისში კარგი დარი დაუდგა. მანდილოსნები მარჯვეთ ვაჭრობდნენ და ასაღებდნენ თეთრ ყვავილს. საღამოს მეცხრე საათამდი, ყულაბები თითქმის ყველა საგრძნობლად დაიტვირთა შეწირულობით. გუშინ საღამოს უნდა გაეხსნათ ყულაბები და შეემოწმებიათ საერთო შემოსავალი. ასე, რომ ხვალ გვეცოდინება რამდენი გაიღო ქუთაისმა ჭლექის წინააღმდეგ ბრძლის საქმეში“. 2 მაისობა დამოუკიდებელ საქართველოშიც შემდეგაც შემორჩა ქალაქს. დღეს „გიმნაზისტკების“ ნაცვლად თანამედროვე სკოლის გოგონები დაატარებენ კალათებით გვირილებს და ქალაქში არიგებენ. ამ დღეს სხვადასხვა სანახაობები იმართება - ჭიდაობები, ცხენით ჯირითი და რაც მთავარია - ფოტოსესიები სპეციალურად გამოწყობილ მსახიობებთან. სამწუხაროდ, წელს ტრადიცია ჩავარდა, თუმცა შემდეგ წლები წინ გვაქვს. #ქუთაისობა #გვირილობა #kutaisidaily
0