ევროპის ქალაქები, სადაც მოგზაურობა ძალიან იაფი დაგიჯდებათ: ვილნიუსი, ლიტვა

0
??‍♀️ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქალაქი ვილნიუსია, რომელშიც უამრავი გასართობი და კულტურული ადგილის პოვნა შეიძლება. ამ ქალაქში ჰოსტელების ფასები საშუალოდ 8 ევროდან იწყება. რა თქმა უნდა, გააჩნია, თქვენ რა მოთხოვნები გაქვთ, მაგრამ საშუალო სტატისტიკური მოგზაური უკმაყოფილო არ დარჩება. გარდა ამისა, პროდუქტების ფასები მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში ძალიან დაბალი ნიშნულიდან იწყება. თქვენ შესაძლოა შეიძინოთ სოსისების შეკვრა, კვერცხი, კარტოფილი და გაზიანი სასმელი, სანაცვლოდ კი 5-დან 8 ევრომდე გადაიხადოთ. ავტობუსით მგზავრობის ფასი 1 ევროა, ხოლო მეტრო ამ ქალაქში არ არსებობს. ვილნიუსი იმდენად პატარა ქალაქია, რომ შეგიძლიათ ველოსიპედი იქირავოთ და რამდენიმე საათში ყოველი კუთხე და კუნჭული შემოიაროთ. სხვათაშორის, ვილნიუსში ერთი საინტერესო ადგილია, რომელსაც უჟუპის რესპუბლიკა ჰქვია. ამ ადგილას ძირითადად ხელოვანები ცხოვრობენ, რაც ესთეტიკითაც მარტივად შესამჩნევია. უჟუპის რესპუბლიკას თავისი დროშა, გერბი და კონსტიტუცია აქვს, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ენაზეა ნათაგრმნი. ეს კონსტიტუცია ერთ ფორმატზეა დაწერილი და მისი ნიმუში "რესპუბლიკის" საზღვარზეა გამოკრული, მათ შორის ქართულ ენაზეც. დედაქალაქში გამგზავრება ქუთაისიდან Wizz Air-ის რეისით შეგიძლიათ. ბილეთის ფასი 74.95 ლარიდან იწყება. წყარო: on.ge
#travel
#travelwithme
#travelwithkato
#lovetravelling
#travelling
#tips
#facts
#interestingfact
#cheap
#fun
#goodvibes
#goodplaces
#opinion
#photo
Vilnius
0