საქართველოში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 10 პაციენტი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 25 436 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 337 შემთხვევა. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 1.32%; ბოლო 7 დღის - 2.03%; ბოლო 14 დღის - 2.2%. გასული დღე-ღამის განმავლობაში 320-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 270137 შემთხვევა. მათგან 264047 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3485 ადამიანი.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31122793.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები