ე.წ. ელიავასა და დინამოს ბაზრობებზე ტესტირებისას კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა-გამყრელიძე

Pirveliradio Ge

ე.წ. ელიავასა და „დინამოს“ ბაზრობებზე ტესტირებისას კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა -აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებაღა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ავრცელებს. „კვლევები ჩატარდა თბილისში სამ დიდ ბაზრობაზე. ყველაზე დიდი გახლდათ ლილოს ბაზრობა, სადაც თუ არ ვცდები, 4 700-მდე ადამიანია გამოკვლეული, ასევე ჩატარდა კვლევა ელიავას ბაზრობაზე, სადაც 500, ხოლო „დინამოს“ ბაზრობაზეც გამოკვლეულია 500 ადამიანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. არსად დადებითი შემთხვევა არ გვქონია. ლილოს ბაზრობაზე თავიდან იყო ოთხი შემთხვევა, შემდეგ დაემატა ორი ინფიცირებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.