კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო უცნობია
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში COVID 19-ის 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 2-ის წყარო უცნობია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაია თქმით, ამ დროისათვის მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა.
რაც შეეხება დანარჩენ 6 შემთხვევას, 3 პაციენტი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 კი იმპორტირებულია. მათ შორის ერთი, სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1018 შეადგინა.
10-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რიცხვი. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელებულია 895 ადამიანი, გარდაცვლილია-15.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30734482.html
#ახალი_ამბები
#twitter