საქართველოში კორონავირუსით 34-ე პაციენტი გარდაიცვალა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 34-ე პაციენტი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
დღეს კორონავირუსითგარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევაა. 33-ე პაციენტი55 წლის ქალი იყო, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. უწყების ცნობით მას COVID -19, ორმხრივი ლიქვოროთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა.
დღეს, 29 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.