ბერდვოჩინგი: აჭარის უცნობი ტურისტული მხარე

0
საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა სახის ტურიზმია განვითარებული. აჭარას, როგორც წესი, ეკოტურიზმსა და საზღვაო ტურიზმს უკავშირებენ. აფასებენ გასტრონომიულ მრავალფეროვნებასაც. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ რეგიონი ფრინველებზე დასაკვირვებლად ხელსაყრელი ადგილია და ესეც ერთ-ერთი ტურისტული სახეობაა, რომელსაც აჭარაში დიდი პოტენციალი აქვს. ბათუმის სანაპირო ცნობილია, როგორც აღმოსავლეთი შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანი. GoBatumi-ს ინფორმაციით, რეგიონში ყოველწლიურად 1 000 000 მტაცებელი ფრინველი აღირიცხება, რაც იზიდავს ფრინველებზე დაკვირვების მსურველებს. ტურიზმის ასეთ სახელს მოკლედ ბერდვოჩინგი (ინგლისურად - ფრინველებზე დაკვირვება) ეწოდება. ბერდვოჩინგისთვის აუცილებელი ინფრასტურქტურა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ჩაისუბანსა და სახალვაშოშია მოწყობილი. ფრინველებზე დაკვირვება მტირალას პარკშიც და ისპანის ჭაობზეც შესაზლებელია. ბირდვოჩინგი, ისევე როგორც ტურიზმის სხვა სახეობები, ბოლო დროს საფრთხის ქვეშ დგას. კლიმატის სწრაფმა ცვლილებამ ბევრ ფრინველს აიძულა, უფრო ჩრდილოეთით გადასულიყო. ფრინველები ტიპურ საცხოვრებელს გარემოს იცვლიან, რადგან ადგილობრივ ტემპერატურას ვეღარ ეჩვევიან. ამ ფაქტმა შესაძლოა, არამხოლოდ ტურიზმს, არამედ ფრინველების ბევრ სახეობასაც საფრთხე შეუქმნას. #ტურიზმი #ფრინველები #ბერდვოჩინგი #აჭარა #batumidaily
0