აზერბაიჯანელთა ყოფით რიტუალებში ყველაზე არქაულად დაკრძალვის ცერემონიალიაა მიჩნეული. იგი ისლამურ ტრადიციებზეა აგებული, რომლის მიხედვითაც მიცვალებულს 1-2 დღის განმავლობაში ტოვებენ სახლში, თეთრ ზეწარში ახვევენ და ტახტზე ასვენებენ. დასაფლავების დღეს საკაცით მიავასვენებენ სასაფლაომდე. ქელეხის სუფრაც აუცილებლად იშლება.
ორმოცს და წლისთავსაც აღვნიშნავენ. ქალები გლოვობენ, მაგრამ დაკრძალვას არ ესწრებიან, სასაფლაოზე მხოლოდ მე-2 და მე-3 დღეს მიდიან. საქონელს კლავენ, ღვინის დალევა არ შეიძლება, ამიტომ მხოლოდ უალკოჰოლო სასმელს სვამენ. სანამ მიცვალებული სახლში ასვენია, მოდის მოლა და ლოცვებს კითხულობს.
დასაფლავების შემდეგ მე-7 დღეს მიცვალებულის სახელზე სუფრა ისევ იშლება. ქალებს შეუძლიათ შავები წლამდე ატარონ. წესები კრძალავს მიცვალებულის ტანსაცმლით დამარხვას, იგი თეთრი ტილოს სუდარაში უნდა იყოს გახვეული და რაც შეიძლება მალე უნდა დაიმარხოს. მიცვალებული მიწას არ უნდა შეეხოს, ამიტომ საფლავს ფიცრით ამოაშენებენ ხოლმე, ზემოდანაც ფიცრებს აწყობენ და მიწას ისე აყრიან. ქელეხისთვის საგანგებოდ რბილ ლავაშებს აცხობენ. აუცილებელია ასევე ჰალვა და ჩაი.
#დაკრძალვა
#ტრადიცია
#MarneuliDaily
#ეთნიკურიუმცირესობა