ქვემო ქართლში ინფიცირებულთა მდგომარეობა

0
2 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე და დაავადებათა კონტროლისა და ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ჩამოვიდნენ და შეხვედრა გამართეს. მათ ისჯელეს ქვემო ქართლში არსებულ მდგომარეობაზე. „ქვემო ქართლში მეტად დაგვეძაბა სიტუაცია. ზოგადად ქვემო ქართლმა შეადგინა 32% ქვემო ქართლის დაზიანების. 189 შემთხვევა გვაქვს მთლიანად ქვემო ქართლში და ეს განაწილებულია მარნეულში ბოლნისსა და თეთრიწყაროში. იცით, რომ ძალიან გვეშინია რამე შემთხვევა არ გაგვეპაროს რუსთავში. კონტროლდება წალკა და დმანისი. დღევანდელი დღის მონაცემებით, თეთრიწყაროში გვაქვს 48 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა, ბოლნისში 107 და მარნეულში 33 დადებითი შემთხვევა"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძე განმატავს რომ , ქვემო ქართლის რეგიონში ქვეყნის მასშტაბით კორონოვირუსის დაფიქსირების რაოდენობა ბევრად მეტი ფიქსირდება. "დღეს , ქვეყანაში ჩატარებული 1328 კვლევიდან 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 8 ქვემო ქართლზე მოდის. აქედან 4 არის მარნეული 4 თეთრიწყარო, მაგრამ ეს თეთრიწყარო ასევე მიბმულია მარნეულის სასწრაფოსთან. ამიტომ რაღაც დამატებით ღონისძიებები უნდა მივიღოთ, უფრო უნდა გამკაცრდეს შიგნით სიტუაცია. მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოვლენილი ეს ხალხი, გადავიყვანოთ სამკურნალოდ რომ არ გავრცელდეს ინფექცია. მე ვიცი, რომ ძალიან გვიჭირს აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობასთან (კომუნიკაცია). როგორმე უნდა მოვახერხოთ იქ ლიდერების მეტად ჩართვა ამ პროცესში, რათა დაარწმუნონ ეს ხალხი, თერმოსკრინინგზე, აქტიურ გამოკვლევაზე, მე იმაზეც ვფიქრობ, რომ მარნეულშივე თუ მოვახერხებთ ლაბორატორიის აწყობას. ყოველ შემთხვევაში გვაქვს რაღაც საშუალება რომ ეგრედწოდებული სწრაფი პისიარ ტესტები შევიტანოთ "ავერსის" ან "ჯეო ჰოსპიტალის" ბაზაზე“
#შეხვედრა
#კარანტინი
#ქვემოქართლი
#MarneuliDaily
0