5 ფრაზა, რომელთა სალანძღავად გამოყენება - სიბნელეზე მიუთითებს

0
1. სოფლელი - აი, დაბადების ადგილი რომ სალანძღავი სიტყვაა - იმ ქალაქელების თავზეც გავიარე. რით ვერ ამოვძირკვეთ ეს სიგოიმე? 2. დაუნი! აი, ისე ვბრაზდები, როცა მესმის "შე დაუნოო" ვინმეს რომ ეუბნებიან, რომ ლამის იქვე ჩავუტარო ლექცია. არ შეიძლება ხალხო, არა! 3. "განათხოვარი" - აი, თუ იყო ქორწინებაში და განქორწინდა, მორჩა, ოჯახში არ შეიშვება :)) თან, ეს ნათხოვრობა რა უბედურებაა, ნივთი იყოს თითქოს. 4. ქალივით ჭორიკანა! თან ქალები-ვე რომ აკნინებენ საკუთარ სქესს, თითქოს ათჯერ უფრო ჭორიკანა კაცები არ ენახოთ, არა, ქალობა დამაკნინებელია მათი აზრით და კაცებზე დაბლა მდგომიც. 5. ძაღლობა - რითიც პატრულის თანამშრომლებს მოიხსენიებს ძირითადად ის ხალხი, ვინც თვლის, რომ აი "ვაშკაცმა" მუშტით უნდა მოაგვაროს, რომ პატრულში დარეკვა ტეხავს და მერე, ამ მახინჯი მენტალობის გამო, რამდენი მსხვერპლი გვყავს, თქვენც იცით... თუ რამე გამომრჩა - კომენტარებში დავამატოთ!..
0