ბორელი: ევროკავშირი ლუკაშენკოს მმართველობას არ ცნობს!

ამერიკის ხმა

ევროკავშირი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს, - დღეს განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა ევროპარლამენტის სხდომაზე. მან დასძინა, რომ ევროკავშირი ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმურად და გაყალბებულად მიიჩნევს. "არჩევნები, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართა ბელარუსში, გაყალბდა, რის გამოც ევროკავშირი არ ცნობს ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად". ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბლოკის წევრ სახელმწიფოს ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ინიცირებული სანქციების ერთხმად მხარდაჭერისკენ მოუწოდა. https://www.amerikiskhma.com/a/borelli-eu-not-recognise-lukashenko/5584256.html #ახალი_ამბები