,,გვირილობა” ანუ ორმაისობა ქუთაისში

0
`ორმაისობა" ორ დღესასწაულს აერთიანებს - "გვირილობას" და ქალაქის დღეს იგივე "ქუთაისობას". ერთი საუკუნის წინ ეს ორი სხვადასხვა მოვლენა იყო. სხვა ფორმაც ჰქონდა და სხვა შინაარსიც. ძირითად დღესასწაულს ორმაისობა ანუ "ქუთაისქალაქობა" წარმოადგენდა. მას ჰქონდა თავისი სიმბოლოც - წითელი ვარდი, რომელიც მებრძოლ და რევოლუციურ განწყობებთან ასოცირდებოდა. გვირილობის აქციას ქუთაისში თავისი გმირიც ყავდა. ქუთაისში "გვირილობის" აღნიშნვნა გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. გვირილების აქცია ყოველწლიური გახდა და ქალაქის დღესასწაულს შეეზარდა.
#travel
#travelwithme
#travelwithkato
#travelling
#lovetravelling
#georgia
#travelingeorgia
#kutaisi
#tips
#facts
#traditions
#daisy
#goodplaces
#news
#events
#art
Kutaisi
0