ევროპული ქალაქები, სადაც მოგზაურობა ძალიან იაფი დაგიჯდებათ: ბარსელონა, ესპანეთი

0
??‍♀️მოგზაურებისთვის ბარსელონას ყველაზე დიდი ხიბლი დაბალი ფასები და კომფორტული დასვენების შესაძლებლობაა. მნიშვნელობა არ აქვს, ფეხით სიარულის მოყვარული ხართ თუ მანქანით, ცურვა გირჩევნიათ თუ ხელბურთის თამაში, ზღვის პროდუქტები გიყვართ თუ ცომეული - ბარსელონა თქვენს სურვილებს აუცილებლად დააკმაყოფილებს. მოგზაურები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბარსელონაში დასვენება ძალიან ხელმისაწვდომია. მაგალითად, კაფეებისა და რესტორნების პოვნა ამ ქალაქის ყოველ კუთხეში შეიძლება და ფასებიც ისეთია, ვერაფერს დაუწუნებთ. შუადღეს 7-დან 20 ევრომდე თუ დახარჯავთ კვებაში, შესაძლოა ყველაზე გამორჩეული კერძებიც დააგემოვნოთ. უფრო ნაკლებ ფასში სენდვიჩებითა და ბურგერებითაც გაიტანთ თავს, მაგრამ საშუალოდ მაინც 7 ევრო უნდა დაიანგარიშოთ. მაღაზიებში პროდუქტების ფასები მერყევია და ერთი სადილის მოსამზადებლად საშუალოდ 10-15 ევრო დაგჭირდებათ. რაც შეეხება ტრანსპორტს, ავტობუსის ფასი 2.20 ევროა, თუმცა ამ ქალაქში რაიმე სახის ტრანსპორტით გადაადგილება უამრავ სანახაობას გამოგატოვებინებთ. სჯობს, ფეხით იაროთ. მით უმეტეს, რომ ქალაქი სწორედ ქვეითებზეა მორგებული. ღირშესანიშნაობების ნახვა და გართობა ბარსელონაში მცირე ხელგაშლილობას მოითხოვს, თუმცა არც იმდენად, რომ დაგენანოთ. ფეხბურთი თუ გიყვართ, შეგიძლიათ კამპ ნოუს ტური 25 ევროდ იყიდოთ, რაც გიდის თანხლებით მუზეუმის დათვალიერებას, მოედანზე გასვლას, ტრიბუნებზე დაჯდომას და ფეხბურთელების გასახდელში შესვლას გულისხმობს. სხვა ღირშესანიშნაობების სიაში აუცილებლად გაითვალისწინეთ Sagrada Familia - ტაძარი, რომელიც ანტონი გაუდიმ მეცხრამეტე საუკუნეში ააგო, თუმცა ბოლომდე ვერ დაასრულა. მისი მშენებლობა 135 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ბოლოს გეტყვით, რომ ბარსელონაში ფასდაკლებებისა და სხვა ბენეფიტების მისაღებად, Barcelona Card უნდა შეიძინოთ. ამ ბარათის მფლობელებს შეუძლიათ უფასოდ მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რესტორნებსა და 25 სხვადასხვა მუზეუმში ფასდაკლებით შესვლა და სხვ. ქუთაისიდან გაფრენას თუ გადაწყვეტთ, ბილეთის ფასი 166.99 ლარიდან იწყება. წყარო: On.ge
#travel
#travelwithme
#travelwithkato
#travelling
#lovetravelling
#cheap
#flight
#plane
#europe
#spain
#barcelona
#tips
#facts
#news
#opinion
#photo
#goodplaces
Barcelona
0