ეპიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში

Zugdidi Daily

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით Covid19-ის 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 162, საიდანაც, 5 104 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 431, სულ 6 ოქტომბრიდან - 30 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 132 პირი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 221 ადამიანი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #ახალიამბები #სამეგრელო #კორონავირუსი #zugdididaily