ლილოს, ელიავასა და დინამოს ბაზრობებზე ეპიდკვლევები ჩატარდა
Tbilisi Daily
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კვლევები თბილისში 3 დიდ ბაზრობაზე ჩატარდა, ესენია — ლილოს, ელიავას და დინამოს ბაზრობები.
გამყრელიძის განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე 4700-მდე ადგილობრივი დასაქმებული იქნა გამოკვლეული, ელიავასა და დინამოს ბაზრობებზე კი 500. მისივე თქმით, დინამოსა და ელიავას ბაზრობებზე დადებითი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ლილოს ბაზრობაზე კი თავიდან დაფიქსირებული 4 შემთხვევის გარდა დაფიქსირდა 2 დადებითი შემთხვევა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგებისთვის 10 დადასტურებული შემთხვევის ინფიცირების წყარო არ არის ცნობილი.
#ახალიამბები