ბათუმში ოპოზიციის აქციის 3 მონაწილე დააკავეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პოლიციამ ბათუმში დააკავა ოპოზიციის საპროტესტო აქციის სამი მონაწილე. მათ ბრალად ედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისდამი დაუმორჩილებლობა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეებს პროტესტის გამოხატვას არავინ უშლიდა, მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს გაფრთხილება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და კანონიერი მოთხოვნისადმი დამორჩილების შესახებ და აჭარის მთავრობის სახლთან სცადეს პოლიციელების კორდონის გარღვევა. ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი ლიდერები და მხარდამჭერები, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ბათუმის ცენტრში, აჭარის მთავრობის სახლთან უკვე რამდენიმე კვირაა საპროტესტო აქციას მართავენ. დღევანდელ აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა პოლიციის კორდონის გარღვევის მცდელობების გამო. აქციის მონაწილეთა უმრავლესობას კორონავირუსისგან დამცავი ნიღაბი არ ეკეთა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აქციას უწოდა „მარგინალების ზღვარგადასული ე.წ. პროტესტი“. https://www.radiotavisupleba.ge/a/30977844.html #ახალი_ამბები #twitter