ვის ელოდება წინ „ ტკბილი ნოემბერი“?

0
???? ამ ვიდეოს ემოციების გარეშე ძნელია უყურო როგორც, ფილმს და სულში არ ჩაგწვდეს საუნდრეკი Enya : only time ???? ❤️?? ფილმში მაყურებელი საკუთარი სულის ნაწილს აღმოაჩენს, რადგან ფილმის ნახვის შემდეგ თითოეულ ჩვენგანს აუცილებლად გაუჩნდება სურვილი, სწორედ რომ შემოდგომაზე განვიცადოთ მსგავსი სიყვარული და საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებულ თვეს ვუწოდოთ - ტკბილი ნოემბერი. ფილმში ულამაზესი სასიყვარულო ისტორიაა ასახული. ნელსონი, რომელმაც სარეკლამო აგენტობის კარიერას თავი შესწირა, ერთ დღეს მანქანის მართვის გამოცდაზე გაიცნობს ქალს, რომელიც ძალიან განსხვავდება სხვა დანარჩენი ქალებისგან. საბოლოოდ, ნელსონი საცხოვრებლად მასთან გადავა და მთელ ნოემბრის თვეს სარასთან გაატარებს. სამწუხაროდ, ფილმს სევდიანი დასასრული აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფილმში ნაჩვენები ეპიზოდები, შემოდგომის პეიზაჟები და ფოთოლცვენა ბაღებში, კინომოყვარულებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. ??❤️ ❤️?? ეს არის ცხოვრებისეული, ლამაზი კადრებით, დადებითი ემოციებით აღსავსე ფილმი, რომელიც კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ ცხოვრებაზე, იმ ლამაზ მომენტებზე, რომლებიც გამოგივლიათ, ან ჯერ კიდევ წინ გელით. მიხვდებით, რომ ცხოვრება მეტი არაფერია, თუ არა წუთებისა და წამების ერთობლიობა, რომლებიც ჩვენში გარდატეხას ახდენენ, გვჩუქნიან სითბოს, სიყვარულს, მოგონებებად გარდაიქცევიან და თანგვდევენ მთელი ცხოვრების განმავლობაში. მსახიობების ბუნებრიობა, გულწრფელობა და სილაღე ისეთ შთაბეჭდილებას შეგიქმნით, თითქოს ისტორია ნამდვილია და არა გამოგონილი. ვფიქრობ, სიყვარულის ეს ლამაზი ამბავი წლებს აუცილებლად გაუძლებს და თამამად ვიტყვი, რომ გაუძლო კიდეც, რისი ვარაუდის საფუძველს მისი გადაღებიდან გასული 19 წელი მაძლევს.❤️ “November is all I know, and all I ever wanna know.” ❤️? Every month is november, Sara and I love you every day.This is our month.It never has to end. Surrender all the attempts to control life, yours or mine. I live for one thing: to love you, to make you happy, to live firmly and joyously the moment.?❤️
#sweetnovember
#ტკბილინოემბერი
#news
#goodplaces
#opinion
#photo
#art
Tbilisi
0