ხვალიდან, 24 ოქტომბრიდან თბილისში 10 ახალი სამარშრუტო ხაზი ამუშავდება, რომელზეც ახალი მიკროავტობუსები და ახალი ავტობუსები იმოძრავებენ. სამარშუტო ხაზების პრეზენტაცია თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გამართა, რომელმაც ახალი, ე.წ. სწრაფი დერეფნის ამუშავებაზე ისაუბრა.
ხვალიდან პირველ ე.წ. სწრაფ დერეფანზე - პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან (საბურთალო) ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ისანი) მიმართულებით 12-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს. მასზე გადაჯდომას "საუბნო" და "საქალაქო" ტრანსპორტის მგზავრებს შეეძლებენ.
"ახალი საავტობუსე ქსელის გაშვებით, საშუალო მოცდის დრო შემცირდება 7 წუთამდე (მინ. 3 წთ/მაქს. 15წთ.), ხოლო ავტობუსებში მგზავრთა ტევადობა გაიზრდება 2, 5-ჯერ. შესაბამისად, 1 საათში გადასაყვანი მგზავრების ტევადობა 27 000-დან ავიდა 67 800 ერთეულამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოქალაქეებისთვის მცირდება მგზავრობისა და მოცდის დრო", - თქვა ირაკლი ხმალაძემ.
ახალი მარშრუტები და მათი მოცდის სავარაუდო დრო
სწრაფი სატრანზიტო საავტობუსე მარშრუტი - იმოძრავებს 12-მეტრიანი ავტობუსები
#301 - პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 11 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით.
საქალაქო საავტობუსე მარშრუტი - იმოძრავებს 8 და 12-მეტრიანი ავტობუსები
#332 - ნუცუბიძის IV მ/რ -დან „თბილისი ცენტრალის“ მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 10 ავტობუსი 12-წუთიანი ინტერვალით;
#385 - ვაკის და საბურთალოს რაიონში. მარშრუტზე წრიული პრინციპით იმოძრავებს 7 ავტობუსი 6-წუთიანი ინტერვალით;
#334 - წყნეთიდან მეტრო „დელისის“ მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 8 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით;
საუბნო მარშრუტები - იმოძრავებენ ახალი მიკროავტობუსები
#401 - მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 5-წუთიანი ინტერვალით;
#402 - ვაკის რაიონის რამდენიმე ქუჩა. მარშრუტზე იმოძრავებს 2 მიკროავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით;
#404 - მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 7-წუთიანი ინტერვალით;
#405 - ნუცუბიძის V მიკრორაიონიდან მეტრო „დელისის“ მიმართულებით. მარშრუტზე 5-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 7 მიკროავტობუსი;
#447 - აბულაძის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე 6-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 7 მიკროავტობუსი;
#466 - შატბერაშვილის ქუჩიდან, „თბილისი ცენტრალის“ მიმართულებით. მარშრუტზე 4-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 12 მიკროავტობუსი.
ვიცე-მერმა თქვა, რომ ახალი სამარშრუტე ხაზები ემატება დღეს არსებულ მარშრუტებს და უკვე არსებულები უცვლელი რჩება.
ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში თბილისში მოძრავი3 000 მიკროავტობუსის რაოდენობა 1 200-დან 1 500-მდე შემცირდება, სრულად ჩანაცვლდება ყვითელი ავტობუსები. გარდა ამისა, ქალაქში დაემატება რამდენიმე ასეული ახალი 12 და 18-მეტრიანი ავტობუსები.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30909052.html