საბერძნეთში COVID-19-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

Tbilisi Daily

საბერძნეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 284 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, ერთ დღეში ინფიცირების მაქსიმალური მაჩვენებელია. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 8,664-ს მიაღწია. საბერძნეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი 242-მდე გაიზარდა. საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 31 პაციენტია მოთავსებული.