შეზღუდვების მიუხედავად, მრევლი ეკლესიაში მაინც მივიდა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141816
სამების საკათედრო ტაძარში 14:00 საათზე გარდამოხსნის რიტუალის შესრულება მიმდინარეობს. რიტუალს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სხვა ეპარქიებიდან ჩამოსულ სასულიერო პირებთან ერთად ატარებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება. შეზღუდვების მიუხედავად, მრევლი ეკლესიაში ფეხით მაინც მივიდა.
"ძალიან ცდილობს ერთი ნაწილი, რომ ხალხი ტაძარში არ მოვიდეს. ფეხით სიარული შეიძლება. მე მასე ვქენი და საკმაოდ დიდი მანძილი გამოვიარე", - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.