14 votes
0 comments
0 shares
Save
25 views
Vartana Shvili
Telavi · 1 year ago

ყაზბეგი💙🌈 აწი უკვემეორე პოსტი ☺️🤣🌈💜🖤🖤🥰🥰🥰🥰


Vartana Shvili
Telavi · 1 year ago
Similar Posts
Vartana Shvili
Telavi, Georgia · 1 year ago
#გამოუვალიმდგომარეობა 🖤
Vartana Shvili
Telavi, Georgia · 1 year ago
ყინწვისი 🖤🥰 პს ჩემი პირველი პოსტია 💜
Vartana Shvili
Telavi, Georgia · 1 year ago
🥰💚
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha, Georgia · 2 days ago
შავიდან თეთრამდე არც ისე შორია
კარი გაიღო და დაიხურა. ნაბიჯების ხმის გაგონებას ველოდი, თუმცა, ერთადერთი, რაც გავიგონე საათის ისრის წიკწიკი იყო. ეს ხმა ნელ-ნელა შენელდა. უეცრად მისი გაჩუმების შემეშინდა, რადგან არ ვიცოდი რა მოხდებოდა შემდეგ. რამდენიმე წუთში საათის გაუთავებელი წიკწიკი ძლიერმა ხმამ ჩაანაცვლა, - პასუხი მზადაა, მზადაა... ეს იყო უფრო მტკიცე, ჰაეროვანი, მელოდიური ხმა. "ფრთები"- ვიფიქრე მე. ჩემს წასაყვანად მოვიდნენ. სუნთქვა შევიკავე და გავირინდე. შემდეგ თითქოს უკან დაბრუნდა. ხმა უფრო გაძლიერდა... ჩემს არსებობსაში თითქოს სპირალისებრი ფორმით ჩაიღვარა რაღაც სითხე. მეგონა საკუთარი სიღრმეებისკენ მივექანებოდი. ეს იყო ძალიან ბნელი ადგილი, რომელსაც ბოლო არ უჩანდა. გამარჯვებაზე ფიქრს ზოგჯერ ძალა ეკარგებოდა, მაგრამ იმედი ბოლომდე არასდროს არ დამიკარგავს. აი, მაინც დამადგა საშველი და ჩემთანაც გამოანათა მზემ, მეც გამითბო ძვალ-ხორცი. ხელახლა დავიბადე! რაღაც უჩვეულოს ვგრძნობ. მონატრებულს... ფერთა პალიტრა მხოლოდ ბნელი ფერებით სავსე როდია. იქ სადაც შავია , თეთრიც აუცილებლად იარსებებს. ყოველ ტკივილს მოსდევს ბედნიერება, ეს ხომ ცხოვრების დაუწერელი კანონია. ხომ გაგიგია, - დარაბებს მიღმა გაზაფხულიაო. კი, ნამდვიალდ ასეა. ბნელი პალატის მიღმა სუსხიანი ზაფხული მელოდებოდა და მოვუსწარი, ისიც დამელოდა - მეც არ დავაყოვნე... დღეს , ამდენი ხმის შემდეგ პირველად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი. თავი ჩიტი მგონია, უბრალოდ ფრთები არა მაქვს რომ ცაში ვინავარდო. მე გამარჯვება ვისწავლე , და აწი რაც არ უნდა მოხდეს - ვერავინ და ვერაფერი ვერ დამამარცხებს. აი ასე ემოციურად მომიყვა იმ ქარიშხლიან დღეებზე, რომლისთვისაც კოვიდმა გაიმეტა. ვუსმენდი და ჟრუანტელი მივლიდა ძვალსა და რბილში. ცრემლს ვერ ვიკავებდი და ვერც ახლა ვიკავებ, მკითხველო. მან კი ასე მითხრა, - ყველა ბნელს უწერია გამონათებაო. ვეთანხმები, გამონათება უწერია, გამოდარება.. და მაინც, გამოიდარა..! სახლში მოვიდა თუ არა ტირილი დაიწყო. ყველაფერი ეუცხოვა გარდა ემოციისა, რომელმაც მოგონებები გაახსენა. სიხარული, სიყვარული და ამაღელვებელი ტაში შეიგრძნო. ის, რაც ასე ძალიან მონატრებოდა. ტელევიზორის ჩართვას მედიკოსების ინტერვიუც დაემთხვა. სრული სიგიჟე იყო. ყველა სამაუწყებლო არხი სასიხარულო ნიუსს ავრცელებდა. "დღეს ბოლო პაციენტიც გაიწერა ბინაზე, ინფიცირებულთა რაოდენობა განულებულია. არც საკარანტინო ზონაში გვყავს მოქალაქეები. ჩვენ ეს შევძელით! ვირუსის გავრცელების საფრთხე ნულამდე დავიდა. დიახ, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვება მოგვილოცავს! საქართველომ გაიმარჯვა მსოფლიოსთან ერთად და პირიქით..! " მადლიანი სიტყვები ახლაც ჰანგებად ჩაგვესმის. გაიხსნა ყველა სახის მიმოსვლა. საჰაერო, სახმელეთო თუ საზღვაო... ჩვენი ქვეყანა ისევ უმასპინძლებს ვიზიტორებს. დიახ, მადლიან ღიმილს ვაჩუქებთ ერთმანეთს. ისე, რომ პირბადე არ დაგვიფარავს ემოციას. გათენდა, ცა ვარდისფერ მარმარილოს დაემსგავსა. ჩვენ კი ზეიმისკენ მიმავალი ადამიანების გუნდს შევუერთდით. ხალხი ქუჩის მიტოვებას არ აპირებდა, რა თქმა უნდა. ტროტუარებს ასობით ადგილობრივი და ჩამოსული მოსდებოდა. მოჩანდა წითელი, ყვითელი, ლურჯი შლაპები, სახელმწიფო დროშები. ეროვნული ჰიმნის ხმა გაისმოდა ქალაქის ყოველ წერტილში. ბედნიერების ერთობ სასიხარულო ზარმა ჩამოჰკრა. ლუდით გაბერილ მასხარებს ხელი ქუჩის ბავშვებისთვის ჩაეჭიდათ, მათთან ერთად ირწეოდნენ და ტრიალებდნენ სევდანარევი სენტიმენტების ტალღაზე. მიწისქვეშა გადასასვლელებიც სავსე იყო და ქუჩებიც. სახემოხატული ბავშვები მზესავით ანათებდნენ და ლაღი ღიმილით სიყვარულს აფრქვევდნენ ირგვლივ. ქალაქი სიცოცხლეს ზეიმობდა, ხალხი კი გადარჩენას. ტრადიცია კვლად აღდგა, დროება ვერ მოერია. მამა-პაპური მისალმება მხოლოდ დადებითი ენერგიის გადამტანი გახდა. თვეების განმავლობაში ჩარაზულმა პლანეტის თითოეულმა კუნჭულმა მზის სხივების გემო შეიგრძო და იმ ვარდისფერ დღეს მგონია, რომ ყველამ ტკბილად დაიძინა. და ბოლოს, დავაფასოთ ყოველი დღე, ყოველი წუთი და წამი, რადგან არ ვიცით როდის შემობრუნდება ბედის ჩარხი და როდის ვიგემებთ აღმავლის შემდეგ დაღმავლის გემოს. მან კი ასე მითხრა, - მე ყოველ წუთს გავუფრთხილდები, რადგან კარანტინმა ეს მასწავლა და გირჩევთ თქვენც ასე მოიქცეთ. და როგორც ვიცი - რჩევას გათვალისწინება უყვარს... #feedcgrant #feedc #feedcgrantproject #stopcovid19 #travel #tourism #georgia #literature #emotions #read Georgia Feedc Feedc Community საქართველო #ბიზნესი #კულინარია #ჯანსაღიცხოვრება #სპორტი #მოგზაურობა #ხელოვნება #ახალიამბები
+4
Sokhumi Daily
Sokhumi, Georgia · 1 week ago
მწარე მოგონებანი აფხაზეთზე
სახლში შემთხვევით გადავაწყდი ერთ ჩანაწერს, რომელიც გაკრული ხელით იყო დაწერილი. სათაურად – “მწარე მოგონებანი აფხაზეთზე”. ბევრი ფიქრის შემდეგ გამახსენდა ჩემი სტუდენტობის მეგობარი, რომელმაც 9 წლის უკან, პირველ კურსზე დამიწერა და მაჩუქა 6 გვერდად აკინძული. წარმოშობით აფხაზეთიდანაა და სწორედ ამიტომ აქვს დაწერილი ეს არარეალუირად მძაფრი განცდის სიუჟეტები სულში ჩამწვდომი სიტყვებთ. ვიფიქრე, რომ ნამდვილად იმსახურებს მისი მონაყოლი ერთ ლამაზ ადგილს ჩემს ბლოგზე, ამიტომ გთავაზობთ ჩანაწერს უცვლელად. აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი კუთხეა. შავი ზღვა, მთები, ფლორა, ფაუნა, ტბები, მიწისქვეშა მღვიმეები, ზღვის ნოტიო და სუბტროპიკული ჰავა, თერმული წყლები წარუშლელ ზეგავლენას ახდენს მნახველზე. აფხაზეთის ტერიტორია მთელი საქართველოს ტერიტორიის 12.5%-ია და 8.7 ათას კვ. კილომეტრს შეადგენს. აქედან 74% მთა-გორებს უჭირავს. პირველი საუკუნის ბოლოსთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები ჩამოყალიბდა, რომელთა მთავრებს რომაელი იმპერატორები ამტკიცებდნენ. ახალი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში მთელი დასავლეთ საქართველო ერთიანდება ეგრისის (ლაზთა) სამეფოს გარშემო, ხოლო VIII საუკუნის 30-იან წლებში ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამთავრო. პ. ინგოროყვა, მ. ლორთქიფანიძე, თ. მიბჩუანი და სხვა ისტორიკოსები ხაზგასმით მიუთითებენ, რომ “სახელწოდება აფხაზი თავდაპირველად დასავლეთში მცხოვრებ ქართულ ტომს აღნიშნავდა, შემდეგ კი იგი გახდა არაქართველი ხალხის სახელი, რომელიც თავის თავს “აფსუას” უწოდებდა. შუა საუკუნეებში აფხაზი ისეთი ქართველი იყო, როგორც დღეს კახელი, ქართლელი, იმერელი, მეგრელი და სვანი…” ცნობილია, რომ შუა საუკუნეებში აფხაზური ენა არ არსებობდა, რადგან აფხაზები ქართულ-მეგრულ ენაზე მეტყველებდნენ. ვორონცოვის მტკიცებით: “აფხაზები ენათესავებიან მონღოლებს, ალანებს, ბერძნებს, იტალიელებს, გერმანელებს, ირანელებს სომხებს, თურქებს.. ქართველების გარდა ყველას. IX-X საუკუნეებიდან აფხაზები სისხლით დაუნათესავდნენ რუსებს”. ვორონცოვმა აფხაზები კინაღამ ადამისა და ევას შვილებად გამოაცხადა. მეცნიერის ამგვარი მტკიცების მიზანი სულ სხვა იყო, ვორონცოვს უნდოდა აფხაზეთი რუსების საზაფხულო აგარაკად ქცეულიყო. მაგრამ, როდესაც დაინახა, რომ მის მიზანს განხორციელება არ ეწერა მან დასვა საკითხი აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ამან კარგად დაანახა აფხაზებს, თუ რა სახის დამცველი ჰყავდათ ვორონცოვის სახით. და იგი მისივე სახლის შესასვლელთან ვერაგულად მოკლეს. რუსეთის ცარიზმი მრავალი წლის წინ ცდილობდა აფხაზ-ქართველთა დაპირისპირებას, აღვივებდა შუღლს მათ შორის. ავიწროებდა ქართულ ენას, ქართულის ნაცვლად მღვდელმსახურება ტარდებოდა სრულიად გაუგებარ ძველ სლავურ ენაზე, ეკლესიები კი რუსულ საეკლესიო ინსტანციებს დაუკავშირეს. რუსების მცდელობა ქართული ენის შესასუსტებლად კარგად ჩანს რუსიფიკაციის ერთ-ერთი პოლიტიკოსის ჩანაწერში: “აფხაზური დამწერლობის შემოღება ეკლესიისა და სკოლის მეშვეობით უნდა იყოს საშუალება ქართული ენის გამოყენების შესასუსტებლად, რათა იგი თანდათან იქცეს სახელმწიფო ენად და შეცვალოს ქართული”. აგრეთვე თავადი გოლიცინი და ეგზარქოსი ალექსეი სინოდის ობერ-პროკურორს წერდნენ: “გვინდა სოხუმის ეპარქია არასასურველ ქართულ გავლენას ჩამოვაცილოთ, ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია სოხუმის ეპარქიის ყუბანზე მიერთება, რადგან აქ არსებული ქართული მოძრაობა ამ უბნის გარუსებას ამუხრუჭებს”. მიუხედავად რუსების ამგვარი მზაკვრული მცდელობისა 1921 წლის დეკემბერში აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში შევიდა, როგორც “მოსალაპარაკებელი რესპუბლიკა” სათანადო ხელშეკრულებით. საქართველო-აფხაზეთს შორის გაფორმდა სამხედრო-პოლიტიკური და საფინანსო-ეკონომიკური კავშირი, გაერთნიანდნენ სამხედრო, საფინანსო, სამეურნეო, იუსტიციის და საზღვაო ტრანსპორტის კომისარიატები. 1990 წლისთვის აფხაზეთში არსებობდა 93 კოლმეურნეობა და 56 საბჭოთა მეურნეობა, სადაც დასაქმებული იყო 57500 მაცხოვრებელი. აფხაზეთში ყოველგვარი პირობები იყო ნორმალური და ბედნიერი ცხოვრებისთვის, მაგრამ ზოგიერთი აფხაზი, განსაკუთრებით გააფხაზებული ქართველი, ხშირად უკუღმართობდა. გამომდინარე იქიდან, რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, რომლებიც იძლებულნი გახდნენ მიეტოვებინათ საკუთარი სახლ-კარი, გადავწყვიტე დამეწერა აფხაზეთზე. სიტყვა აფხაზეთი არის ჩემი სულიერი და ხორციელი ტკივილი და კვნესა. დარწმუნებული ვარ აფხაზეთიდან დევნილი ნებისმიეირ პიროვნება იგივეს განიცდის ამ სიტყვის გაგონებისას. მინდა მწუხარებით გავიხსენო რამდენიმე მაგალითი, იმ საშინელი ფაქტებიდან, რაც ტრიალებდა აფხაზეთში. შეიძლება ვინმემ თქვას, რად გვინდოდა იმ საშინელებათა გახსენება რაც დატრიალდა აფხაზეთში, უკეთესი არ იქნება რაც უფრო მალე ამოიშლება ის სამარცხვინო ფურცელი ჩვენი მეხსიარებიდანო; მაგრამ არა, დავიწყებას არ უნდა მიეცეს ის რაც აფხაზეთში მოხდა. მზაკვრული კლასიკური ხერხებით განხორციელებული ეთნიკური წმენდა აფხაზეთში, რომლის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი იყო და არის რუსეთის იმპერია, ხოლო შემსრულებელი – აფსუა სეპარატისტები და მათი ჩრდილო-კავკასიელი ძმები, დაფიქსირებული და დაგმობილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების საფუძველზე. მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეშია იმ ათასობით წამებით დახოცილი უდანაშაულო ადამიანების ოჯახებისთვის, რომლებიც დახოცეს იმიტომ, რომ ქართველები იყვნენ. გალის რაიონში ადგილობრივი მოსახლეობის ფიზიკურ წმენდას შეეწირა 1300-მდე მშვიდობიანი უდანაშაულო ადამიანი, რაც მთლიანად აფხაზეთში დაღუპულთა 25% შეადგენს (?). გალის რაიონი, ოდითგანვე სამურზაყანოდ ცნობილი, ყოველთვის წარმოადგენდა ქართული კულტურის განვითარებისა და თვითმყოფადობის დაცვის ცენტრს. აფხაზეთში ძმათამკვლელი კონფლიქტის დროს გალის რაიონმა ყველაზე ბოლოს იწვნია ომის მსახვრელი ხელი, მაგრამ ის რაც საკუთარი მოსახლეობის აყრის შემდეგ დაატყდა თავს ამ რაიონს, ამაზრზენი და ცივილიზებული სამყაროსთვის ყოვლად მიუღებელია. იმედი მაქვს მალე დადგება ის სანატრელი დღე, როცა სისხლით მონათესავე ქართველები და აფხაზები მომავალ თაობათა ბედ-იღბალზე ზრუნვითა და პასუხისმგებლობით გაერთიანებულნი პარივს მიაგებენ სამურზაყანოს თვითმყოფადობასა და მისწრაფებებს. აფხაზეთი – ჩვენი ყველაზე დიდი და მძიმე სატკივარია. უმოწყალოდ დახოცილი თანამემამულენი, შელახული თავმოყვარეობა, დაკარგული ტერიტორიები უმძმეს მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ იმედი მაინც არსებობს, რომ აღდგება ისტორიული სამართლიანობა, იზეიმებს სამართალი და კაცთმოყვარეობა. ქართულ-აფხაზური ომი 1992 წელს კი არ დაწყებულა, არამედ იგი დიდი ხანი იყო, რაც მზადდებოდა. ამ ვადაგანუსაზღვრელი ომისთვის საფუძველის ჩაყრა მაშინ დაიწყო, როცა აფხაზებმა ქართული ტოპონიმების შეცვლა დაიწყეს აფსუური ტოპონიმებით. ეს ომი გააჩაღეს ერთეულმა – სწავლაში, ცხოვრებაში და მუშაობაში ხელმოცარულმა ადამიანებმა მესამე ძალის უშუალო ხელმძღვანელობითა და დახმარებით. აფხაზი ხალხი აქ არაფერ შუაშია, ზოგიერთმა ამბიციურმა პირმა ჩაითრია ისინი ომში და საუკუნოვანი პრობლემა შეუქმნეს საკუთარ ხალხს და ქართველებს. აფხაზეთის კონფლიქტის წამომწყებნი სათანადოდ არ დასჯილან. ამან ფრთები შეასხა მათ და უფრო ინტენსიურად დაიწყეს ომისთვის მზადება. წარმოებდა სამხედრო გადამზადება, ახალი ბატალიონების ჩამოყალიბება ჩრდილო კავკასიიდან მოსული, დაქირავებული ახალგაზრდების ხარჯზე. ბევრი ჩამოსული ახალგაზრდა ჩარიცხეს აფხაზეთის უმაღლეს სასწავლებლებში. ფაქტიურად ისინი ბოევიკები იყვნენ და ომისთვის ემზადებოდნენ. ყიდულობდნენ იარაღს, სამხედრო ტექნიკას, საველე რადიოსადგურებს. მათ გათვლილი ჰქონდათ ისიც კი, თუ როგორ და რა ტრანსპორტით გაეტანათ ნაძარცვი ქონება. 1993 წელს აფხაზებმა წარმატებით ჩაატარეს რუსეთის შეიარაღებული ძალების [……….. რამდენიმე სიტყვა გარკვევით არ იკითხება, კ.ს.] ჩაიგდეს ათასზე მეტი ავტომატი, 1275 ტყვიამფრქვევი და საბრძოლო მასალები. საქართველოში კი ამ დროს სრული ანარქიაა. ნაწილი პრეზიდენტის მომხრეა, ნაწილი ოპოზიციაშია, ნაწილი სეპარატისტებთან თანამშრომლობს, ზოგიერთი კი იმით იყო დაკავებული, როგორმე ხალხი დუბაიში გაეწვია დასასვენებლად. ასეთი მდგომარეობა აფხაზებმა გამოიყენეს და ერთადერთ სახელმწიფო ენად გამოცხადდა რუსული. 1994 წლის ნოემბერში მიღებული კონსტიტუციით აფხაზეთი გამოაცხადეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. აფხაზთა მიზანი იყო ქართველთა გენოციდი და ეთნიკური წმენდის ჩატარება. ეს მათ განახორციელეს კიდეც და ქართველების აბსოლუტური უმეტესობა გამოყარეს, გამოაძევეს აფხაზეთის მიწიდან, საკუთარი მამულებიდან. აფხაზეთის ტერიტორიიდან ქართველთა გამოდევნა განხორციელდა 5 ეტაპად: 1. 1991 წლის 17 მარტიდან 1992 წლის აგვისტომდე ქართველთა გამოდევნა გუდაუთის რაიონიდან. 2. 1992 წლის 14 აგვისტოდან 2 ნოემბრამდე ისევ გუდაუთის რაიონიდან. 3. 1992 წლის 2 ოქტომბრიდან 15 სექტემბრამდე ქართველა გამოდევნა გაგრის რაიონიდან. 4. 1993 წლის 16 სექტემბრიდან ქართველთა გასახლება სოხუმისა და ოჩამჩირის რაიონებიდან. 5. 1993 წლის 30 სექტემბრიდან ქართველთა გასახლება გალის რაიონიდან. ქართველების მიმართ აფხაზ ბოევიკთა ვერაგობის, უსაზღვრო სიძულვილისა და სისასტიკის არაერთი შემაძრწუნებელი ფაქტი არსებობს. მაგალითად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბ-ნ თ. ნადარეიშვილის მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ ასობით კარგად მომზადებული და შეიარაღებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები ქალაქებსა და სოფლებში შეჭრისთანავე იწყებდნენ ქართველთა ხოცვა-ჟლეტას. ცოცხალ ადამიანებს თავებს ჰკვეთდნენ, სხეულებს უსახიჩრებდნენ, ქალებს ქმრებისა და მშობლების თვალწინ აუპატიურებდნენ. ამაზე მეტი სისასტიკე რაღა გვინდა. 1995 წლის 17 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟაში ბოევიკები თავს დაესხნენ ერთ-ერთ ოჯახს და მშობლების თვალწინ ორი მცირეწლოვანი ბავშვი რკინის ღობეზე ჩამოაცვეს, მშობლები წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით, მისი რძალი და სტუმარი იქვე მიახვრიტეს. აქვე მინდა გავიხენო ჩემი ბიძის ოჯახის გამოსახლებაზე და მისი ძმის მკვლელობაზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ზემოთ აღნიშნულ ოჩამჩირის რაიონში. საბედნიეროდ მამიდაჩემმა, ბიძაჩემმა და მამიდაშვილებმა მოახერხეს გამოქცეოდნენ აფხაზ სეპარატისტებს, მათ სახლიდან ვერაფრის წამოღება ვერ მოახერხეს. ყველაფერი აფხაზებმა წაიღეს, რისი წაღებაც ვერ მოახერხეს დაამტვრიეს და ცეცხლი წაუკიდეს. იქვე ახლომდებარე სახლში ცხოვრობდა ბიძაჩემის ძმა, რომელიც სახლში იმყოფებოდა როცა ეზოში აფხაზები შესულან, მათ დაიჭირეს ბიძაჩემის ძმა, აწამეს, შემდეგ კი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს და როგორც შემდეგ გაირკვა დახვრიტეს. სოფელ ფშაფში სომხების ბანდამ დახოცა ექიმები ძმები სიჭინავები. ფეხმძიმე ქალი, გვარად პაპავა ხეზე დაკიდეს, მუცელი გაუჭრეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს. გაგრელ კაცს გვარად მელაძეს, გადაუჭრეს ვენები, მისი სისხლით ჭიქები აავსეს და ქართული სისხლით შესვეს “დამოუკიდებელი აფხაზეთის” სადღეგრძელო. რა დონის სასტიკი უნდა იყო, რომ საკუთარი ხელით ჩაიდინო ასეთი სისასტიკე. ჩემი აზრით, ადამიანმა, რომელმაც ეს სისასტიკე ჩაიდინა, არ არის ღირსი იწოდებოდეს ადამიანად. 1995 წლის 5 ოქტომბერს დაბა ლესელიძეში აწამეს და ელექტრო ბოძზე ჩამოახრჩვეს 50-მდე ქართველი. ახალსოფელში დახვრიტეს 17 კაცი. 70 წლის ი. გრძელიძეს საჯაროდ ამოგლიჯეს გული, ხალხის თვალწინ ცულით დაჩეხეს ე. მაისურაძე. აფხაზების მიერ ჩადენილ სისასტიკეს ბოლო აღარ უჩანდა. მოვიყვან მოკლე ამონაწერს აფხაზების ტყვეობაში მყოფი ახალდაბელი პედაგოგის მოგონებებიდან, რომელიც ყველა ქართულ გაზეთში დაიბეჭდა: “…. ყველანი წაგვასხეს სკოლის ეზოში, იქ კიდევ ქალები და ბავშვები შემოგვიერთეს, ეზოებში და სოფლის გზაზე ეყარა დახოცილი ხალხი, აგვართვეს ორი გოგო, მერვე და მეცხრე კლასელები იყვნენ. დედებმა მორთეს ღრიალი არ წაიყვანოთო. ოქროსა და ფულს მოგცემთო, მაგრამ ამაოდ. ოქროც წაართვეს, ფულიც და გოგონებიც წაიყვანეს. ჩასვეს პატარა მანქანაში და მერე მე ისინი თვალით აღარ მინახავს. მალე მათი ლიდერი ედიკ ჟვანია მოვიდა და აძიუბჟის შტაბში წაგვიყვანეს. შტაბის ზედა სართულზე ახალგაზრდები შეიყვანეს. ქვედა სართულზე კი – ხანდაზმულები. ზედა სართულიდან გაჰყავდათ ახალგაზრდა გოგონები, ჩემი ნათესავი ორი გოგონაც ასევე წაიყვანეს. წარმოიდგინეთ ჩვენი მდგომარეობა, ხმის ამოღების უფლება არ გვქონდა და მუნჯურად დავტიროდით საკუთარ თავსა და უბედურებას. ერთმა გოგონამ შემომჩივლა – თამარა ბებია, მეტი აღარ შემიძლია რა ვქნაო. როდესაც გამომიშვეს ასე მითხრეს: შენ თუ არ შეგიძლია მაშინ ვინმე შენი ტოლი გამოიყვანეო. რა ვქნა როგორ მოვიქცეო? არ ვიცოდი რა მეპასუხა ასეთი პატარა გოგოსთვის, ჩემივე მომავლისთვის. ჯერი უკვე ჩემს შვილიშვილზე იყო. მე, გონებაწართმეულმა პედაგოგმა შუბლის ძარღვი გავიწყვიტე და ასე ვუპასუხე: “ბებია ნუ გეშინია არ მოგკლავს, მოგეფერება, ერთხელ კიდევ გაყევი მეთქი” – ბავშვი მაშინვე გაყვა. ამით მე, საცოდავმა ჩემი შვილიშვილი გადავარჩინე, მაგრამ რის საფასურად? ღირს აწი ჩემი ქალობა, ჩემი პედაგოგობა და ჩემი სიცოცხლე?” კიდევ ერთი შემაძრწუნებელი ფაქტი, აფხაზებმა ტამიშში ტყვედ აიყვანეს გ. ბენიძე და ფ. არჯევანიძე. ბენიძეს ჯერ ყურები ჩამოათალეს, შემდეგ ცხვირი მოაჭრეს, ბასრი დანით მუცელს უფატრავდნენ და შემდეგ იმავე დანით ყელი გამოჭრეს. არჯევანიძეს სხვანაირი სასჯელი მოუფიქრეს – კისერში ეკლიანი მავთული ჩააბეს, ცხენს გამოაბეს და მანამ ათრიეს სანამ სული არ დალია. ყურები და ცხვირი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მოაჭრეს. 1993 წლის 27 ივნისს სოჭში ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც მოხდა ქართული ჯარის განიარაღება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, გაყვანილ იქნა მძმე ტექნიკა. ასევე თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა. აფხაზეთის გახიზნული მოსახლეობა დაუბრუნდა საკუთარ კერებსა და მშვიდობიან ცხოვრებას. 16 სექტემბერს კი ეს შეთანხმება ვერაგულად დაირღვა და 10 დღის უთანასწორო სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ სოხუმიც დაეცა. ხიზნობიდან სოხუმში დაბრუნებული ხალხი თითქოს ხელოვნურად და წინასწარ დაგეგმილად გამოუვალ მდგრომარეობაში აღმოჩნდა. ბევრი მათგანი დაიღუპა, ბევრმა წვალებით გამოაღწია სამშვიდობოს. აფხაზეთის დაკარგვით ლტოლვილად იქცა 280 ათასი ქართველი, 30 ათასი რუსი, 25 ათასი აფხაზი, სომეხი, ბერძენი, ებრაელი და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. აფხაზეთიდან დევნილი ადამიანების მწარე მოგონებების, ტანჯვა-წამების და ენით აუწერელი სისასტიკის მიუხედავად, მჯერა, რომ მალე დავბრუნდებით აფხაზეთში და ის ნაღველი და სევდა, რაც სიტყვა აფხაზეთის გაგონებისას გვეუფლება შეგვეცვლება სიხარულით და ბედნიერებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვცხოვრობ მაინც მირჩევია ჩემს მამულში, აფხაზეთში ვიცხოვრო. აქვე მინდა მოვიყვანო ერისთავის ცნობილი ლექსის ერთი სტროფი, ჩემი სურვილის გასამართლებლად: სამშობლო, დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზედა ორივ ტკბილია ძმობილო, მირჩევნის ორთავ თვალზედა როგორც უფალი, სამშობლოც – ერთია ქვეყანაზედა.. არ გავცვლი სალსა კლდეებსა, უკვდავებისა ხეზედა, არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა.#აფხაზეთი #სოხუმი #მოგონებები #ოკუპაცია #პოლიტიკა #sokhumidaily
გიორგი სამხარაძე
Tbilisi, Georgia · 1 month ago
გაგრძელება: 7 ფაზა, რომელსაც ინტროვერტი ბიჭები გავდივართ, ჰეის მიწერიდან Seen-ამდე
აქვე, შესავალში კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ფაზები არ ეხებათ მაჩო და ექსტრავერტ ბიჭებს, რომლების აღშფოთებაც გამოიწვია წინა სტატიამ და ლამის თავიანთი ექსელის ფაილები გამოაქვეყნეს, რამდენი გოგოსთვის მიუწერიათ და უფრო მეტიც - რამდენი გოგო წერს მათ თავისი ინიციატივით. ძალიან გთხოვთ, გვაცადეთ ცხოვრება. ვიდრე ახალ 7 ფაზაზე გადავალთ, გავიხსენოთ რა მოხდა წინა სერიაში. ე.ი. 7 მტანჯველი ფაზის შემდეგ, როგორც იქნა, მივწერეთ გოგოს, რომელიც მოგვწონს. შემდეგ, როგორც ნამდვილ დრამას შეეფერება დავტოვეთ ე.წ. "კლიფჰანგერი" და მკითხველს მივეცით საშუალება გამოეთქვა თავისი ვარაუდები. ამ პერიოდში გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს გოგო უბრალოდ დაგვსინავდა (აქვე აღვნიშნავ, რომ პირველი პირის მრავლობითში ზოგადად ინტროვერტი ბიჭებს ვგულისხმობ და არა ჩემს თავს. ინტროვერტ ბიჭებს განდიდების მანია არ გვახასიათებს). რაც შეეხება დასინვას, საქმე ისაა, რომ დასინვამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა და მთელი 7 ფაზაა გასავლელი. აი, მესენჯერში Seen-ის დაწერის შემდეგ კი, ცალკე ფაზები იწყება. მაშ ასე, მომდევნო 7 ფაზა ანუ რა ჯანდაბა ხდება, "ჰეის" მიწერიდან - Seen-ის ანთებამდე. I ფაზა: მოზღვავებული ადრენალინი დრო მიწერიდან: მაშინვედან - 2 წუთამდე. როგორც გახსოვთ, წინა 7 ფაზაში არსებობდა სუნთქვის სრულიად ახლებური მეთოდი, ე.წ. ჰუ-ჰუ-ჰუური. აქ ეს სუნთქვა აღარ გამოდგება. აქ საჭიროა ერთი დიდი ჰუ. ამ დროს ორგანიზმიდან ჟანგბადის მთელი მარაგი გამოდის და: იწყება ტვინის ოდნავი შეშუპება ფილტვებს უჩნდება ბზარები სისხლი პანიკაშია თვალები გასაოცარ ფერებში ხედავენ სამყაროს სადღაც კუთხეში დგას ცელიანი შავოსანი მთელი ცხოვრება თვალ წინ ჩაგვივლის - განსაკუთრებით დეტალურად ის 7 ფაზა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავიარეთ ხელები და ფეხები გვიბუჟდება ვეცემით ძირს და ვეგუებით სიკვდილს მაგრამ ამ დროს გული იწყებს ფართხალს და ტვინს ახსენებს, რომ არსებობს ფუნქცია სახელად ჩასუნთქვა. გადავრჩით! შესაბამისად, აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გოგოსთვის მიწერით არ მოვკვდებით. ძალიან საინტერესო და სასარგებლო დასკვნაა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენი კოგნიტური ნაწილი ამ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავს. ამოსუნთქვის შემდეგ ყველა სასიცოცხლო ფუნქცია ლაგდება და კვლავ ადამიანებს ვემსგავსებით. II ფაზა: შროდინგერის გოგო დრო მიწერიდან: 2 წუთიდან - 4 წუთამდე ეს ფაზა პანიკის ერთგვარი ფორმაა, რომელიც გულისხმობს, იმას რომ უკვე დავიწყეთ გულწრფელი სინანული. ვრთავთ კომპიუტერს/ლეპტოპს, ტელეფონს ვაგდებთ სავარძელზე ან ტახტზე და გავდივართ გვერდით ოთახში, სადაც თავს ვიდებილებთ. ვცდილობთ არ ვიფიქროთ მომხდარზე. და თავს ვიმშვიდებთ რომ თუ: ამ მოგონებას ტვინიდან ამოვშლით ტელეფონს აღარასოდეს დავხედავთ კომპიუტერს არასოდეს ჩავრთავთ მეგობარს ვთხოვთ შევიდეს და ფეისბუქი ჩვენს მაგივრად გააუქმოს ქვეყნიდან წავალთ და აღარასოდეს დავბრუნდებით იუსტიციის სახლში გავივლით და სახელსა და გვარს შევიცვლით მივაკითხავთ პლასტიკური ქირურგიის ცენტრს და გარეგნობას შევიცვლით თვალებს ამოვითხრით და მაცივარში შევინახავთ და ა.შ. მაშინ ვერც ვერასოდეს ვნახავთ და გავიგებთ ამ გოგომ ნახა ჩვენი მიწერილი თუ არა. ანუ ერთ დროულად ნანახიც ექნება და თან არ ექნება ნანახი. ჩვენ დავიჯერებთ, რომ არ ექნება ნანახი და ვიქნებით მშვიდად, ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე. III ფაზა: რაც მოხტა - მოხტა დრო მიწერიდან: 4 - 6 წუთი უკან დასახევი გზა არ არსებობს, უკვე მიწერილია, ყველა ხიდი დამწვარია, ფეისბუქის სათავო ოფისში ნაცნობი, რომელსაც ვთხოვთ, რომ ჩვენი მიწერილი ადრესატის ინბოქსიდან გააქროს, არ გვყავს და არც დროის მანქანა არ გვაქვს, რომ უკან გადავიდეთ და ჩვენი თავი დავარწმუნოთ, რომ არ ღირს ამის გაკეთება - ანუ მიწერა. ამიტომ დროა დავმშვიდდეთ, მაინც ვერაფერს შევცვლით და ტყუილად რატომ უნდა ავიშალოთ ნერვები? ახლა მთავარია კარგად მოვკალათდეთ, ვიყუროთ სივრცეში და ვიფიქროთ უკეთეს მომავალზე, ან პარალელურ სამყაროზე, რომელშიც არსებობს ალტერნატიული რეალობა და ჩვენს ალტერნატიულ თავს საერთოდ არ მიუწერია არავისთვის არაფერი, ხოლო მეორე ალტერნატიულ სამყაროში, საერთოდ ექსტრავერტები ვართ და გოგოები იქით გვწერენ, როგორც ფეისბუქზე ამ სტატიის შეარებზე დაფიქსირებულ მამაკაცთა აბსოლუტურ უმრავლესობას. ამ დროს სჭარბობს საკუთარი თავის მიმართ ნათქვამი შემდეგი ფრაზები: "კაი, შეჩემა არაუშავს!" "ნიჩიო, ეს არ იქნება სხვა იქნება!" "რა სხვა იქნება, შენ ხო არ გაგიჟდი?" "კაი, ნუ იქნება" "ჰოდა, ეგრე!" IV ფაზა: მოუთმენლობა დრო მიწერიდან: 7 - 10 წუთი ეს ფაზა სრული ტრანსფორმაციაა. ემოციებისგან დაცლილები ვართ, პარალელურ სამყაროში ყველაფერი დალაგებულია, ყველაფერი მოსაბეზრებელი ხდება. ვიცით, რომ აღარაფერი შეიცვლება და თან აღარც გვინდა, რომ შეიცვალოს. პირიქით! ძალიანაც კმაყოფილები ვართ საკუთარი თავით. მაგრამ მცირე პანიკა მაინც შეინიშნება. რა საჭიროა, XXI-ე საუკუნეში, მესიჯის სანახავად 7-10 წუთი. რა ზოზინია ეს? რა უპასუხისმგებლობაა? არ უნდა გაითვალისწინოს, რომ ადამიანები ვიტანჯებით? რა გულქვობაა ეს? გამომივიდა ესეც ძალიან დაკავებული! ძალიან გვინდა, რომ ნახოს და ბოლოს და ბოლოს გავიგოთ, რა მოხდება. რატომ არ ნახულობს ამდენ ხანს? არადა წეღან მწვანედ ენთო. და ვიწყებთ ვერსიების ჩამოყრას: უეჭველი, რომ ამოუხტა ჩეთი, წაიკითხა და დახურვას დააჭირა, რომ არ დავესინე ნწ, არაა სინგლი და თავის შეყვარებულთან ერთადაა უეჭველი დაქალებთან ერთად იქნება ახლა სადმე და მე რო ამოვუხტი დამცინიან შეიძლება ფიქრობს თავიდან როგორ მომიშოროს ამ ფაზის ბოლოს წარბებს ვკრავთ და ძააან "დასტოინად" ვისვრით ტელეფონს სავარძელში ან ტახტზე. V ფაზა: ნარცისიზმი დრო მიწერიდან: 10 - 12 წუთი ძაან სხვათა შორის, აი, ძაან ბუნებრივად და ძაან ღირსეულ-დასტოინად ჩავუვლით ტელეფონს ან ლეპტოპს. ვითომ ნოტიფიკაციების შემოწმება გვინდა ან ამინდის. კიდევ არ უნახავს. არ უნახავს და ნუ უნახავს! არ უნდა ჩვენნაირი კაი ტიპი და იყოს მასე. ამ დროს ვწერთ იმ მეგობარს, რომელთანაც კონსულტაციებს გავდიოდით: "აი, რას მიწუნებს ერთი? ძაან მაინტერესებს?" "ვისზე ნაკლები ვარ?" "არ უნდა და იყოს მასე" "აქეთ მომწეროს, რა!" "აი, რა ვერ ნახა?" და ა.შ. ჩვენი მეგობარი ამ დროს კიდევ უფრო ნერვებმოშლილია და მხოლოდ ერთ სიტყვას გვწერს: "აცადე!" VI ფაზა: ისტერიკა დრო მიწერიდან: 13 - 15 წუთი მორჩა, სამყარო თავზე ჩამოგვენგრა, ბოლო იმედი გადაგვეწურა, ვთვლით, რომ ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა რაც ოდესმე დაგვიშვია ცხოვრებაში. რატო ღმერთო? რა მინდოდა? რატომ მივწერე? ვინ მექაჩებოდა კლავიატურაზე? რატომ ის დღე არ დაიწვა, როცა თვითშეფასება ოდნავ ამეწია! ნეტა ინტერნეტი გაითიშოს მთელს მსოფლიოში! ნეტა ზომბი აპოკალიფსი დაიწყოს! ნეტა ნებისმიერი აპოკალიფსი დაიწყოს! ნეტა მოვკვდე! VII ფაზა: ეჰ! მორჩა! ყველაფერი დამთავრდა. არაუშავს. მთავარია, რომ ყველაფერი დამთავრდა და აწი შეგვიძლია გავაგრძელოთ მშვიდად ცხოვრება. სანერვიულო აღარაფერია, გასულ 15 წუთი ისე გვახსენდება, თითქოს 15 წელი გავიდა. ჰაჰ! ვიხსენებთ და გვეცინება რა სულელები ვიყავით 15 წუთის წინ. მართალი ყოფილა, რომ ამბობდნენ, გავა დროს და გაგეცინება ყველაფერზეო. დრო ყველაფრის მკურნალიაო და ა.შ. თან ძალიან მაგარი მკურნალი ყოფილა 15 წუთში მოაგვარა ყველაფერი. ამ დროს ვიღებთ ტელეფონს, შევდივართ მესენჯერის აპში რომ მეგობარს მივწეროთ ემოციური როლერ-კოსტერის წარმატების დასრულების შესახებ და მივულოცოთ მას, რომ აწი ან აღარასდროს ან კიდევ დიდხანს აღარ შეწუხდება მსგავსი თავგადასავლით. და ამ დროს, თვალი გაგვირბის ჩვენს მინაწერზე და იქ, ბოლოში, მიწერის დროის ქვეშ, პატარა მრგვალი წერტილი მოსჩანს, რომელშიც მისი პროფილის ფოტოს მინი ვერსიაა - ანუ ნახა! შემდეგ სერიაში: 7 ფაზა, რომელსაც ინტროვერტი ბიჭები გავდივართ, Seen-დან - პასუხის მიღებამდე.
ვინღა დაეძებს სახელებს
Tbilisi, Georgia · 1 week ago
პოეტის სიკვდილი
ვენებს გადავიჭრი ბლაგვი სამართებლით, ცოტა გაიწელოს დრო და გავმართლდებით. დანიშნულების წერტილი გადის სადაც სხეული თოვლივით ბარდნის. მიდიხარ იქ სადაც არავის არასდროს, ზუსტად იცი რომ არავის ხვდებიან... იქ სადაც წასული უცნობი ტიპები, როგორი იყო ვეღარ ყვებიან. დამშეულ სახეზე ტუჩები ჩაკბიჩე, მოლოდინს შიმშილი როგორი სცოდნია და ცისფერ ქუჩებზე ძალიან ლამაზად შუქნიშნის წითელი ფერები მღერიან. ტანში გაციებს შიშველი ტკივილი, ან მარტოობის არ გათბობს მანტია აწი არასდროს დარჩები მარტოო ანგელოზების ხმები არ მაცლიან. ცისფერი ქუჩები გაიხსნა ზეიმით ასე არავის აქ არ ელიან თვალებში ნეტარი გაგირბის ლანდები პოეტები ხომ ასე კვდებიან.#ხელოვნება #ლექსები #პოეზია #პოეტი #ვინდაეძებსვინდაწერა #სიკვდილი
სპორტლაბი • SportLab
Tbilisi, Georgia · 1 week ago
ნოიერს შალკედან კონკურენტი მიუვიდა
მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ალექსანდრ ნიუბელი კლუბის სრულფასოვანი წევრი გახდა. გერმანელი მეკარე "რეკორდმაისტერში" გადმოვიდა გელზენკირხენის "შალკე 04"-დან, თავისუფალი აგენტის სტატუსით. შეგახსენებთ, რომ "წითლებმა" "მაღაროელების" აწი უკვე ყოფილი კიპერი ჯერ კიდევ იანვარში დაიბევეს. დღეიდან კი ალემანიელი კარის დარაჯი "ბავარიას" მოთამაშეა. პრესაში უკვე ბჭობენ იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება ძირითადი მეკარე "ალიანც არენაზე", მანუელ ნოიერი თუ მისი 23-წლის ახალი კონკურენტი.
აკუნა მატატა
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ნიკა კვესელავას პოეზია
ო ლა ლა ჩვენ გიჟები,ო ლა ლა უხსოვარი ხნისა ვართ, მაპატიე,მორალი ღმერთი ქაღალდისაა! დედამიწა ხაზივით, ცოდვილების საშოა, დედამიწა პაზლია, ბავშვის სათამაშოა. ბრბოს ხმა - ურა კრებითი, ფრაგმენტებად,კადრებად ერთხელ გამოკვებითაც არა,არ გეკადრები არა,არ გეკადრები. არა,არ გეკადრები. უსარგებლო მადლია, დაშრეს არქიპელაგი, ჩემი ძვლები ჯართივით მიწის ქვემოთ ელაგოს. გამო, გამომაფხიზლე, შენგან გადმომათრიე, დაუფიცარს გაფიცებ, ადრინდელზე, ადრეა. სული თითქოს მორგია, ხორცი მიწის მოვალე, ცოცხალ მკვდრებიც გჯობივართ ჩვენ გიჟები,ო ლა ლა. აჰა,შენი სათავე, ჭეშმარიტი,დეკადა, ალბათ დამასაფლავეს, თორემ დამირეკავდი. ცოტა რამეს მკითხავდი, ცოტას წაგიკითხავდი, პირგამშრალი,სვენებით, ვიცი, რომ არ გეძინოს იცი გამიხსენებდი. წრეზე ბრუნავს ეს ეზო, სახლი უსმენს ბეთჰოვენს, მხოლოდ ქრისტემ ვერ შეძლო ქრისტესავით ეცხოვრა. მთვარის შუქზე, წითურო, მაგ საწოლზე სატინის, შიშვლდები რომ გიყუროს, ღამემ როგორ გატკინა. თავზე რომ არ ფიქრობდნენ ვესტიბულიზაციას, მოაცილებს მიკრობი(თ) მზე რომ ქვრება მაციებს. ფეხზე კარი მოვიბი, არაფერი არ გქვიათ, ეს სიცოცხლე მოვიგე, სოხუმია,არქივი. ხორცში ისე გაკივის ტკივილი რომ არ მტკივა. ეჭვნარევი ბაცილი, დახეთქილი საძილე, სავსე მთვარეს ვაცილებ ჯანმრთელობა დაცლილი. გააჩინა,უარა სისხლის გამოსაშრობად, სიყვარული, სუ! არის, ტკივილია ბავშვობა. აი,ასე ო ლა ლა, აი,ასე ო ლა ლა, ღმერთი ქაღალდისაა, რეალურად მოვკალით! მიზეზ მიზეზ დავხიეთ, დამალული ჯერ არ ვართ, გვღალატობენ ძაღლებიც რაღაც რიგზე ვერ არი... რაღაც მართლა ვერა რა, სამოც კილოს ვიწონი, მოდი, მოდი, წითურო! ჰპოვე შენი საქმენი, კოცნა გამომიწოვე, სანამ სხვები დამკბენენ. ჩვენ გიჟები,შემთხვევით შიმშილს ვიკლავთ წიგნებით გამო, მათავისუფლეთ, მომიაროთ იქნება. პოეზია ნიჭია, თქვენ რომ აღარ გიჭირავთ, მაპატიეთ,მორალი ჩვენ გიჟები, ო ლა ლა უხსოვარი ხნისა ვართ, ღმერთს ზეცაში რა უნდა ღმერთი ქაღალდისაა! *** ქვა ეგდო, გულის ფორმის, ხელების გზაჯვარედინზე, ამოგიყვირე აივნიდან ისე მეტკინე მერე თვალებით დაგახამხამე რომ არ მეტირა. შენ ილოცე და გადაგიწერე,სული ამომხდა,სულსაც ამოვხდი. ამ წელსაც მოვა ქარიანი შემოდგომა სინამდვილეში, არა ისეთი რომ გეოცნება, არა ისეთი რომ გეგონა, დერეფნებს,კორიდორებს საით მივყავარ?! ისე მინდოდი შუაღამით,ხველა დამეწყო, გარეთ აცივდა,შენ შეგიძლია ძველებურად შენში მიფიქრო, შეგეძლოს მაინც სიზმრებიდან შემხვდე, ცა გავცრიცოთ, დავბნელდეთ, დავშრეთ სადმე გავიქცეთ. უძილობისგან დასრესილი ძველი კადრები, გუშინდელი დღე არქივივით შეგინახე, შენს ფეხებთან შენს მუხლებთან სურვილს მოგიფხან და დავიწყებამდე სხეულიდან სუნს აგფხეკ. რუკაზე სძინავთ ქალაქებს,მე და შენ არა, როგორ მინდოდა შენი სუნთქვით გამეთბო წვიმა, პეპლები მუცლის ღრუში აგიჭრელდება, გადავყრით აჩრდილს ჩვენს შუა, წყლისკენ, . რა ადვილია მთელი წელი უხმოდ გელოდო ყოველ პარასკევს შიშებისგან განთავისუფლებ, მაინც შორია დედამიწა ორივე მხარეს შუშის ნატეხზე გაჭრილ გრძნობებს გამომიწოვს მთელი ეპოქა აღარ დავწერ აღარ დავწერ გადაიჩვიე ეგ თვალები ჩემი ლექსიდან. ბალახები წითელია თუ დახმა და გამოილია, არახარ არც წინ არც უკან შენ არ მოხვედი... მე მეშინია ვეღარ გიცნო,თავდაპირველად და გაუცხოვება ომივით დაგვეწყოს გამხმარ ბალახზე. გამიშლი ტუჩებს ცდუნებების გამოსაშვებად, მიყვარხარ ახლა შეიძლება ჩემზე მეტადაც მგრძნობდე რადგან მკვდარი ვარ, შენი ტკივილის წასაღებად ისევ მოვედი, ყველა ქუჩაზე, მაღაზიაში, წიგნებში, ან სულაც გამვლელის თითებსაც მოუძებნი ჩემში მსგავსებას. ვერასდროს გადამივიწყებ. შენ ყოველ დილით მზესთან ამოხვალ მე ყოველ ღამით გადავბრუნდები, ურმებს გადავყრი გზებიდან და გზა არ იქნება, ჩემს იქეთ შენს იქეთ ჩვენ დავინახეთ შეგრძნებების მძიმე ლითონი, ისეთი მძიმე რომ ვერ ავწიეთ. ქვა ეგდო, გულის ფორმის დედამიწაზე უნდა წაგვეღო უნდა წაგვეღო გაგვენაწილა. **** ოთახში,ჭერზე დახტის კალია, ვუსმენ საკუთარ აჩრდილის ფეთქვას, ჰო,ყველაფერი ჩემი ბრალია, რაც უკვე ვთქვი ან რაც უნდა მეთქვა. რაოდენია სულში რაოდენ, გაუქმებული გზებით,ხიდებით, მოვალ სიცილით,სასაფლაომდე და ერთიანად აგიტირდები. შენი ქუჩაა,მეათასედი, მოლურჯო ზონა,ხველას იწყებენ, სინამდვილეში არ ხარ ასეთი, გახსენებამდე, დაგავიწყდები. ღამე მორგია, ან რა მოგივა, მთვარის მაგივრად შეხვდე ალიონს, რისთვისაც იბრძვი, თუ შენი ღვიძლი გაგიშვებს ბიჭო, უნდა დალიო. ყველასთან ვისაც ფული არა აქვს ცდომა ნიჭია და მსახიობი, გულისტკივილი ვეღარ გადაგაქვს... წერონ მაგათმაც, ხატონ მაგათმაც, შენი პილატე,ჩემი იობი. მოკვდი! იომე! ყველა ჭრილობის განსახილველად, მოდი პირველად! წადი მეორედ, გაგიმეორებ, რომ გზა მცდარია, წყვეტილ სანიშნით, არც არაფერი არ მიხარია, შენი ცრემლები იცის ბალიშმა. აღარ გამიშვა, აღარ გამიშვა, თეთრი ხელები,ლურჯი მოლია, არ გაგიკვირდეს ზეცამ ქარი შვას, არც არასოდეს მოგიყოლია. როგორ უყვარდი, წიგნების კითხვა, იმ ვიღაც ვირთხას, შენი თვალები არ უნახია, შენი ტუჩები არ უნახია, არც შენი ცრემლი,არც შენი სევდა. აკი ახია, იქ აღარ ცხოვრობ,ძველი სახლია. ან რაღა დარჩა,ხარაკირია, გადაირიე?! რას მემართლება, მუხლებზე არა, საწოლზე ჯდები მიყურებ მღვრიედ, ქრისტეს სანთლებით. დავრჩით მარტონი, აწი,ბატონო... არავინაა ჩვენი პატრონი, მიმიღე, გულში ან მიმატოვე! სიმინდის ყვითელ თავთავებიან, ღეროებს, თავი უნდა უხარო, იქნებ ეშველოს რამე ამინდებს, მეტყვი ,,ბუ ხარო'' გეტყვი ,,წავიდეთ'' ოთახში,ჭერზე დახტის კალია, ვიფიქრე, მოვკვდი, ღამე ვათიე, თუ ყველაფერი ჩემი ბრალია, მე მაპატიე!
Nino Kakulia
Poti, Georgia · 2 months ago
აქ მოხუცების ადგილი არ არის ( ჩემი შეფასება)
ფილმი იწყება შერიფის სიტყვებით და მთავრდება მისივე ეპილოგით, რაც კიდევ ერთხელ გვიხსნის, რომ ფილმის მთავარი გმირი არის შერიფი (ასაკიანი კაცი, რომლისთვისაც ადგილი ამ ქვეყანაზე უკვე არ არის). სიზმარში ორ სიზმარს ყვება, რომლებიც პირდაპირ კავშირშია რაღა თქმა უნდა მთელს ფილმთან და იდეასთან, რომელიც ფილმში არის ჩადებული. მთელი ფილმი სავსეა სიმბოლიზმით და მეტაფორებით, აქედან გამომდინარე მე მგონი სიზმრის მოყოლით ფილმის დასასრულის გაკეთება კიდევ ერთი გენიალური აზრი იყო. პირველი სიზმარში შერიფი მისთვის მინდობილ ფულს კარგავს, ამას იმით ავხსნი, რომ მან დაკარგა შეგურის საქმეზე კონტროლი და საბოლოო ჯამში "დამარცხდა", მაგრამ არის მეორეც რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ფული რომელსაც ეშმაკი იყენებს ხალხის სიხარბის გასაღვივებლად შერიფს არ აინტერესებდა თავიდანვე. დავაკვირდეთ ახლანდელ ცხოვრებას, ფულის მიმართ სიხარბე თუ არ გამოძრავებს ბევრი სამსახურიდან,ბიზნესიდან წასვლა მოგიწევს. ფულის გულისთვის ადამიანები ყოველ დღე ერთმანეთს ხოცავენ და ეს უკვე სახელმწიფოების დონეზე ხდება. ანუ თანამედროვე ცხოვრება მოხუც (ძველებურად მოაზროვნე) ხალხს არ ინდობს და მათი ადგილი ამ ქვეყანაზე არ არის. ამიტომაც არის რომ შერიფი პენსიაზე მიდის და სამსახურს, რომელიც მისი ბაბუისგან და მამისგან მოსდევს თავს ანებებს, საინტერესოა ისიც რომ მისი საქმის გამგრძელებელი მისი შვილიც არ იქნება. მეორე სიზმარი კი საერთოდ ფილმის ფინალია ანუ მთელ ფილმს თავს უყრის. აზრი კი მე მგონი ასეთია, მარტო მსოფლიოს უკვე ვერ შეცვლი, წავიდა ის ძველი დრო როდესაც რომანტიული გმირები თავიანთი გმირობით მაგალითს იძლეოდნენ და ერთგვარი მორალური სტანდარტების ფორმირებას ახდენდნენ. სწორედ ამას ამბობს შერიფი რაც მოსახდენია მაინც მხდება და ჯობია გაერიდო, სამწუხაროდ თანამედროვე ცხოვრება ასეა და კიდევ უფრო ეგოისტური მომავალი გველოდება. ბოლოს კი თითქოს მაინც რაღაც საწაულის იმედი აქვს, რომ მამის შუქი რაღაც უკეთეს სამყაროში (სამოთხეში) ჩაახედებს, მაგრამ აქ უცებ ეღვიძება და ფილმიც მთავრდება. შეიძლება ითქვას პესიმისტური ფინალია, მაგრამ ზღაპრეპის კიდევ თუ არ გვჯერა მაშინ სწორედ რომ რეალურია. აწი შერიფი უბრალოდ დაელოდება სიკვდილს, რომელიც აუცილებლად მაინც წინ დახვდება რაც არ უნდა ჰქნას და ყოველივე ამასთან შეხვედრა ყოველგვარი ღმერთის გამოცხადების (დახმარების) გარეშე მოუწევს. ბროლინის გმირს ფული რომ დაეტოვებინა თავის დროზე და სიხარბისგან შორს დამდგარიყო მაშინ ეშმაკი თამაშგარედ რჩებოდა, მაგრამ ეშმაკმა ამაზე იზრუნა და ჩვენი წინა თაობები უკვე იმ დონეზე ჩაითრია თამაშში, რომ აწი ის აწესებს ვინ, სად და როგორ იქნება. როდესაც გამოდის სახლიდან და მანქანით მიემართება უკანა ხედვის სარკეში ორ ბავშვს დაინახავს, რომლებიც იმითაც ბედნიერნი არიან, რომ ველოსიპედებით ერთობიან და ერთმანეთთან კარგ დროს ატარებენ, რაც ეშმაკს არ ესიამოვნება, ამასობაში თითქოსდა სპონტანური ავარია ხდება და ის მძიმედ შავდება, მაგრამ როგორც კი ბავშვების კორუმპირებას შეძლებს და ამის გემოს გაასინჯინებს ის დგება და მიდის, როცა კამათის ხმას გაიგონებს ნელ-ნელა კოჭლობასაც კი მიატოვებს. მოკლედ მანამდე თუ კეთილი იმარჯვებდა უკვე ბოროტი იმარჯვებს და ეს რეალობაა, ყოველ დღე ყველგან ასე ხდება. ბოროტმა ისწავლე კეთილის სისუტეების გამოყენება და მიხვდა იმას, რომ იყო კეთილი ძალიან ძნელია და უამრავ პასუხისმგებლობას გაკისრებს, აი იყო ბოროტი კი ადვილია, რადგანაც არაფერი არ გაკავებს, არ გადარდებს. კაცობრიობამ აირჩია გზა სიხარბისკენ, ბოროტებისკენ და უზნეობისკენ, ამას ჩვენ მაშინ უფორ ვიგრძნობთ როცა მოხუცები ვიქნებით და საკუთარ ადგილს ვერ მოვნახავთ ამ ქვეყანაზე. #goodplaces #opinion #art #photo