მარნეულიდან თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 9 დღის ჩვილი გადმოიყვანეს

Tbilisi Daily

მარნეულიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის უკმარისობითა და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით 9 დღის ჩვილი გადმოიყვანეს, რომელსაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით ახალშობილი ფასდება, როგორც „საეჭვო შემთხვევა“. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია. ნაცხი ლუგარის ლაბორატორიაში იგზავნება. #კორონავირუსი #ჩვილი #ლუგარისლაბორატორია #დარჩისახლში #tbilisidaily