ირმა ინაშვილის ბრიფინგი

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

“იარლიყების მიკერება არის მანკიერი ტრადიცია ქართულ პოლიტიკაში, რაც უნდა დასრულდეს”- ასე გამოეხმაურა ირმა ინაშვილი “ქართული ოცნების'' აღმასრულებელი მდივნის განცხადებას. რომელმაც თქვა, რომ 'პატრიოტთა ალიანსის' რუსული შემადგენელი ნაწილი არ შევიდა პარლამენტში. ირაკლი კობახიძე ასე 'პატრიოტთა ალიანსის' პარტიული სიის 4 წევრის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, “ქართული ოცნება” თამაშობს დასავლური ღირებულებების მქონე პარტიას, რომელმაც არჩევნები გააყალბა. ირმა ინაშვილი ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” კომუნისტური საქართველო ააშენა.