COVID-19-ის ახალი შემთხვევები
Sokhumi Daily
აფხაზეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა.
გასული დღის განმავლობაში, 88 ადამიანს ჩაუტარეს ტესტირება. აქედან 4 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.
დადასტურებული დიაგნოზის მქონე ყველა მოქალაქე სამკურნალოდ გადაყვანილია გუდაუთის საავადმყოფოში.
აფხაზეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, ლუდმილა სკორნიკმა აღნიშნა, რომ COVID-19- ის 21 შემთხვევა დაფიქსირდა პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში. ამრიგად, აპრილიდან დღემდე კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 25 ადამიანია.
#კორონავირუსი
#აფხაზეთი
#პოლიტიკა
#ინფექცია
#sokhumidaily