ყირგიზეთის პრეზიდენტის უფლებამოსილება ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრს გადაეცა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ყირგიზეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა დადგენილება ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილებს გადაცემას ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრისათვის ორ დღეში მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა სადირ ჯაფაროვი მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელად აირჩიეს. ეს ნაბიჯი ემსახურება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გამუხტვას. პრეზიდენტმა სოორონბაი ჯეენბეკოვი მოსახლეობას თანამდებობიდან გადადგომას დაჰპირდა მას შემდეგ, რაც 5 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში მასობრივი გამოსვლები და არეულობა დაიწყო.  შეტაკების დროს დაშავდა ათასზე მეტი ადამიანი. "მშვიდობა და ერთიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი თანამდებობა", - განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა. ყირგიზეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა სადირ ჯაფაროვი. 16 ოქტომბერს პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ჯაფაროვმა განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ყირგიზეთში გაიმართება არაუგვიანეს 10 იანვრისა.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30896445.html #ახალი_ამბები #twitter