ინდოეთში  ერთი დღის  განმავლობაში კორონავირუსის 54,736 შემთხვევა დადასტურდა

Tbilisi Daily

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 54,736 შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 1,7 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას The Indian Express ავრცელებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 582 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 37,364-ს აღწევს. ამასთან, 1,145,600-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.