ამირან გამყრელიძე: ავტობუსებში კონდიციონერების ჩართვა შესაძლებელია
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ავტობუსებში კონდიციონერების ჩართვა უკვე შესაძლებელია. ახალი გაიდალინის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.
"კონდიციონერებზე ახალი გაიდლაინი არსებობს და ალბათ, ყველა ამ გაიდლაინს უნდა მივყვეთ. უნდა იყოს იმ ავტობუსების ფანჯრები ღია, თუ შესაძლებელია და მოქალაქეებს ეკეთოთ პირბადე", - თქვა მან.
საქართველოში კორონავირუსის გამო გაჩერებული ტრანსპორტი თითქმის ერთი თვის წინ ამუშავდა. ამუშავების შემდეგ გაცხადდა, რომ ვერ ჩაირთვებოდა კონდიციონერი, რადგან ამაზე რეკომენდაცია არ არსებობდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30714593.html
#ახალი_ამბები
#twitter