30-მდე ოპოზიციური პარტია დღეს დეკლარაციას გააფორმებს
Pirveliradio Ge
30-მდე ოპოზიციური პარტია დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში დეკლარაციას გააფორმებს. „ევროპული საქართველოს“ წევრის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, დეკლარაციას ის პარტიები მოაწერენ ხელს, რომლებიც ლეიბორისტების ოფისში იკრიბებიან.
„ამ დეკლარაციას ხელს მოაწერს 30-მდე პარტია, რომელიც 6 თვის განმავლობაში იკრიბება „ლეიბორისტების“ ოფისში. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს პარტიები არიან მომართულები იმისთვის, რომ დაასრულონ ივანიშვილის რეჟიმი და საქართველო გადავიდეს ახალ ეტაპზე როდესაც გვექნება კოალიციური მთავრობა“, - აღნიშნა ლევან თარხნიშვილმა.