ავტობუსის გამტაცებელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

Tbilisi Daily

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქალაქ ლუცკში სამგზავრო ავტობუსის გატაცების ადგილზე შს სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები მუშაობენ. „პროფესიონალები მძევლების გათავისუფლებაზე მუშაობენ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს პირთან, რომელმაც მძევლები აიყვანა. ყველაფერს ვაკეთებთ მათი გათავისუფლებისთვის. მიმდინარეობს მოლაპარაკებები. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინაში, ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედი შეიარაღებულია და მას ასაფეთქებელი ნივთიერებაც აქვს. სამართალდამცველებმა ქალაქის ცენტრი გადაკეტეს. ადგილზე პოლიციისა და სპეცსამასახურების ძალებია მობილიზებული. პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსში ოცი ადამიანი იმყოფება. #ახალიამბები