"რაც ვიხილეთ, მოკლებულია პოლიტიკურ კულტურასა და მოწიფულობას" - კრამონი

Tbilisi Daily

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ტელეკომპანია "ფორმულასთან" აცხადებს, რომ თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროვება და ელჩი ჰარცელის კრიტიკაზე პასუხი "მოკლებულია პოლიტიკურ კულტურას და მოწიფულობასაც". კრამონი ამბობს, რომ წულუკიანმა გვარამიას ნომრის საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოცხადებით წითელი ხაზები გადაკვეთა. "მიუღებელია ასევე, თუ როგორ გასაჯაროვდა პირადი ტელეფონის ნომერი სესიაზ, ამით დაირღვა საპარლამენტო სტანდარტი. ეს იყო მიზეზი, რომლის გამოც ვთქვით, რომ ვიღაცამ წითელი ხაზები გადაკვეთა". ჰარცელის კრიტიკაზე წულუკიანის პასუხს კი კრამონმა "არაეთიკური თავდასხმა" უწოდა. "თავდასხმა საქართველოს მეგობარზე, თან არაეთიკურად, მიუღებელია". ცნობისთვის, საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ტელეკომპანია მთავარის დირექტორის ტელეფონის ნომრის გასაჯაროვების გამო, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს წერილი მისწერეს. წერილში ევროპარლამენტარებმა წულუკიანის მიერ "პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლების დარღვევას" არაეთიკური უწოდეს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები