გრიგოლ ორბელიანის მოედანზე, მიწისქვეშა პარკინგზე ხანძარი გაჩნდა

Tbilisi Daily

თბილისში, გრიგოლ ორბელიანის მოედანზე, მიწისქვეშა პარკინგზე, სადენებში ე.წ. მოკლე ჩართვა მოხდა, რის გამოც ძლიერი დაკვამლიანება იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და სალიკვიდაციიო სამუშაოები მიმდინარეობს.