გუგა ქაშიბაძის თქმით, რამდენიმე პაციენტმა კორონავირუსთან ბრძოლა ადუღებული წყლის დალევით გადაწყვიტა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141663
დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის თქმით, რამდენიმე პაციენტმა კორონავირუსთან ბრძოლა ადუღებული წყლის დალევით გადაწყვიტა და ამის გამო დამწვრობა მიიღო. ამის შესახებ განცხადება ქაშაბიძემ, "მაესტროსთან" საუბრისას გააკეთა.
"რამდენიმე პაციენტის შემთხვევა დაფიქსირდა, რომლებიც ცდილობდნენ ძალიან ცხელი, ადუღებული წყლის სულმოუთქმელად დალევას. ვერ გეტყვით რამდენად მოერევა ეს კორონავირუსს, მაგრამ ბუნებრივია ტუჩების, ენისა და საყლაპავის დამწვრობას მივიღებთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო ხალხი, ამ ხერხს ნუ მიმართავენ. ძალიან სახიფათოა მათი ჯანმრთელობისთვის", - თქვა მან.
მისი თქმით, ასევე იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტებმა ხელები სპირტიანი ხსნარით დაიმუშავეს და სიგარეტზე ცეცხლის მოკიდებისას დამწვრობები მიიღეს.
"ასევე, რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, როდესაც სპირტიანი ხსნარით დაიმუშავეს ხელები და სიგარეტის მოკიდებისას ცეცხლი გაუჩნდათ და მიიღეს დამწვრობა. ამასაც ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ", - განაცხადა ქაშიბაძემ.