კორონავირუსით 24 წლის პაციენტი გარდაიცვალა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

კორონავირუსით24 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი მცხეთის საავადმყოფოში დაბალი სიცხითშეიყვანეს, თუმცა ოჯახი ვარაუდობს, რომ გოგო კოვიდ19 კლინიკაში დაინფიცირდა, რადგან კორონავირუსზედადებითი პასუხი, მხოლოდ მესამე ტესტის ჩატარების შემდეგ დადგინდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტს დიაბეტი ჰქონდა, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის, ლიკა მუმლაძის თქმით, პაციენტი კლინიკაში შეყვანის დროს იყო მძიმე. აღენიშნებოდაორმხრივიპნევმონია და სუნთქვის უკმარისობა.