ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა გაიხსნა

Headline

ორთვიანი პაუზის შემდეგ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა გაიხსნა.ზარის ღილაკს, რომელიც ბროკერებს ვაჭრობის დაწყებას აუწყებს, ხელი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ დააჭირა. ბირჟის მუშაობაში COVID19-ის გამო გარკვეული კორექტივებია შესული. სამუშაოს ჯერჯერობით ტრეიდერთა მხოლოდ მეოთხედი დაუბრუნდა. ახალი რეგულაციებით, მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ უნდა ისარგებლონ, ნიღბები უნდა ატარონ და სოციალური დისტანცია დაიცვან. #newyork #covid19 #coronavirus #headline