ქობულეთში, სოფელ ლეღვას ბაღი დროებით დაიხურა - კოვიდი დაუდასტურდა ორ ბავშვს 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ქობულეთისსოფელ ლეღვასსაბავშვო ბაღი დაიხურა. კორონავირუსიორ ბავშვს დაუფიქსირდა. ეპიდემიოლოგებისრეკომენდაციით,ბაღის პერსონალი, ბავშვები და აღმზრდელები მომდევნო 12 დღის განმავლობაში იზოლაციაში იქნებიან. ბაღის დირექტორი ამბობს, რომპედაგოგებს ტესტირება ჩაუტარდათ, ყველა მათგანის პასუხიუარყოფითია.ნანა კაკალაძის თქმით, ბავშვების ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ,ლეღვასსკოლაა, სადაც კოვიდისშემთხვევები დაფიქსირდა. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით მოზარდები თავსკარგად გრძნობენ. ია ხალვაშის განცხადებით, ინფიცირებულები არიან მათი ოჯახის წევრებიც. კოვიდიდადასტურდა მეორე საჯარო ბაღშიც. დროებით სწავლება შეწყდა მხოლოდ ერთ ჯგუფში, სადაც ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.