"დღეს გავაცილეთ სოხუმში, ჩემს, ჩვენს აფხაზეთში.."

Sokhumi Daily

4 წლის ნარტიკმა, რომელსაც ლეიკემიის რთული ფორმა დაუდგინდა და სამკურნალოდ აფხაზეთიდან თბილისში ჩამოიყვანეს, მძიმე დაავადება დაამარცხა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს დედა თინათინ ჩხვიმიანი, ბერი ანდრიას დედა და მისივე სახელობის ფონდის დამაარსებელი. “დღეს გავაცილეთ სოხუმში, ჩემს, ჩვენს აფხაზეთში, გავატანეთ სითბო და სიყვარული, უდიდესი მადლობა იაშვილის კლინიკის მედპერსონალს. მთელი მკურნალობა გადასარევად გადაიტანა. ბოლო ოთხი თვე კვლევების რეჟიმში იყო ჩვენთან და გვითხრეს, რომ მას შეუძლია სახლში დაბრუნდეს. ისე შევეჩვიე… გამოჯანმრთელდა და დღეს წავიდა სოხუმში. ასეთ მძიმე დაავადებას რომ ამარცხებენ და მერე გამოჯანმრთელებულ ბავშვს ვხედავ, ისე მიხარია და ისე ძალიან ბედნიერი ვარ, ვერ წარმოიდგენთ. და როცა უკვე გამოჯანმრთელებულ ბავშვს სახლში ვუშვებთ, ყოველთვის მაქვს გამარჯვების შეგრძნება. ვთვლი, რომ მე და მამა ანდრიამ გავიმარჯვეთ” ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა