ლენტეხის სოფელ საყდართან მისასვლელი გზა ისევ ჩაიკეტა

Tbilisi Daily

ლენტეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაო გრძელდება. გარესამყაროს ოთხი სოფელია მოწყვეტილი, რადგან გუშინ გახსნილი სოფელი საყდარის გზა ისევ დაზიანდა და ჩაიკეტა. იქ მძიმე ტექნიკა ჩარჩა. ტრაქტორმა მუშაობა უკვე დაიწყო და გზა ამჯერად საყდრისიდან ცენტრის მიმართულებით იწმინდება. მოძრაობა მხოლოდ სოფელ ესიერამდეა აღდგენილი. დილიდან მძიმე ტექნიკა მუშაობს სოფელ ტვიბთან და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაო. ლენტეხის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, გრძელდება ჰუმანიტარული კალათების დარიგება და მოსახლეობას ასევე მიეწოდება მედიკამანტები.