მაიკ პენსის თვითმფრინავი ნიუ ჰემფშირის აეროპორტში ავარიულად დაეშვა

Tbilisi Daily

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თვითმფრინავი აშშ-ს ნიუ ჰემფშირის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. გავრცელებული ინფორმაციით, აფრენიდან მალევე თვითმფრინავს ფრინველი შეეჯახა, რის შემდეგაც უსაფრთხოების მიზნით, ეკიპაჟმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ვიცე-პრეზიდენტი თავის გუნდთან ერთად ვაშინგტონში სატვირთო თვითმფრინავით დაბრუნდება. პენსი გილფორდში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა.