საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშ​ი

Tbilisi Daily

ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშ​ი გამოქვეყნდა. ანგარიში 15 ივნისიდან 31 აგვისტომდე პერიოდს. ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სუბიექტების გაშუქება ტონის მიხედვით ასე გამოიყურება: „ქართული ოცნება“ – ოთხი პროცენტი დადებითი, 86 პროცენტი – ნეიტრალური, 10 პროცენტი – უარყოფითი; მთავრობა – ცხრა პროცენტი დადებითი, 87 პროცენტი – ნეიტრალური, ოთხი პროცენტი – უარყოფითი; პრემიერ-მინისტრი – 12 პროცენტი დადებითი, 83 პროცენტი ნეიტრალური, ხუთი პროცენტი – უარყოფითი; „ნაციონალური მოძრაობა“ – ერთი პროცენტი დადებითი, 78 პროცენტი – ნეიტრალური, 21 პროცენტი – უარყოფითი; „ევროპული საქართველო“ – 92 პროცენტი ნეიტრალური, რვა პროცენტი – უარყოფითი; მიხეილ სააკაშვილი – ორი პროცენტი – დადებითი, 51 პროცენტი – ნეიტრალური, 47 პროცენტი – უარყოფითი; ადგილობრივი მთავრობა – ხუთი პროცენტი – დადებითი, 91 პროცენტი – ნეიტრალური, ოთხი პროცენტი – უარყოფითი. ტელევიზიების მედიამონიტორინგი „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ ჩაატარა.