ტიკტოკმა აფხაზეთი ავღანეთს, ხოლო სამხრეთ ოსეთი სამხრეთ კორეას მიაკუთვნა.
Sokhumi Daily
კორონავირუსის პანდემიისა და კარანტინის გამო, სოციალური ქსელი "ტიკ-ტოკი" სულ უფრო აქტუალური გახდა. მას იყენებენ როგორც პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ასევე ჩვეულებრივი ადამიანები.
"ტიკ-ტოკის" გარშემო ხშირად განვითარებულა პოლიტიკური სკანდალები, რის გამოც ბევრი ქვეყანა მას სათანადოდ აკვირდება და იკვლევს. საქართველოში სკანდალური სოციალური ქსელი არ კონტროლდება.
"ტიკ-ტოკმა" ჩვენი ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" სხვა ქვეყნებს მიაკუთვნა. აფხაზეთი - ავღანეთს, ხოლო ცხინვალი - სამხრეთ კორეას.
ჯერ-ჯერობით ამის შესახებ საქართველოს მთავრობას არანაირი რეაგირება არ ჰქონია, თუმცა მოსახლეობა გამოთქვამს პრეტენზიებს.
"მოკლედ, კარგო ხალხო, როგორც ვივარაუდე, TikTok-მა აფხაზეთი და ცხინვალი სახელმწიფოებად გამოყო. აფხაზეთი ავღანეთის, ხოლო "სამხრეთ ოსეთი" სამხრეთ კორეის გვერდზეა. დამჭირდება თქვენი ყველას თანადგომა, რომ ეს უკან წავაღებინოთ. მომდევნო დღეებში გეტყვით რას ვაპირებ. ჭკუა უნდა ვასწავლოთ ამათ და სხვა ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას დააიგნორებს." - წერს ზვიად აძინბაია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" არის საქართველოს ტერიტორია. ოკუპანტი რუსეთის ძალისმიერი მეთოდების გამო, დროებით ჩვენი იურისდიქცია მის ტერიტორიაზე არ ვრცელდება, თუმცა ყველა საერთაშორისო დოკუმენტში ამ ტერიტორიებს საქართველოს მიაკუთვნებენ. სწორედ ამიტომ, უკანონო ქმედებაა, როდესაც ნებისმიერი სოციალური ქსელი, იქნება ეს "ტიკ-ტოკი" თუ სხვა, ჩვენს ტერიტორიებს სხვა ქვეყანას მიაწერს.
#ოკუპანტი
#ტიკტოკი
#რუსეთი
#საქართველო
#პოლიტიკა
#SokhumiDaily