უგულავა ოპოზიციური პარტიების ნაწილს რეგიონებში საერთო კანდიდატების დასახელებას სთავაზობს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" რეგიონებში საერთო კანდიდატების დაყენებაზე დაწყებული მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა და ახლა უკვე დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ამ კუთხით გაერთიანდნენ. ამ საკითხზე მან ბრიფინგზე ისაუბრა. "ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ოპოზიციური ერთიანობა და საერთო მაჟორიტარების შერჩევა აუცილებელია ივანიშვილის დასამარცხებლად... მინდა ვთხოვო ჩვენს კოლეგებს სხვა პარტიებიდან უახლოეს დღეებში, უახლოეს მომავალში გავაგრძელოთ და დავასრულოთ კონსულტაციები და შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარებზე, რომელიც იასპარეზებენ რეგიონებში", - თქვა უგულავამ. ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა" თბილისში მაჟორიტარი კანდიდატების დასახელების დროს გაერთიანდნენ.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30749342.html #ახალი_ამბები #twitter