მზად ვართ დისკომფორტი შევუქმნათ არჩევნების გამყალბებლებს - ''ლელო'' სირცხვილის კორიდორებზე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ გუშინ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი უნდა მოაწყონ. ''ლელო'' წევრები ამბობენ, რომ საკითხი ოპოზიციურ ერთობასთანსაბოლოოდ შეთანხმებულიარ არის და ამაზე კიდევ იმსჯელებენ. ირაკლი კუპრაძის თქმით, არჩევნებისგამყალბებლებს დისკომფორტი აუცილებლად უნდა შეუქმნან. ''სირცხვილი კორიდორების დაანონსება ჯერ-ჯერობითარ არის ოპოზიციური ფორმატის სრულიად შეთანხმებული საკითხი. ''ლელოსაქართველოსთვის''იმ შემთხვევაში განიხილავს თუ სირცხვილი კორიდორები მოეწყობაარა მოქალაქეებისთვის, არამედ იმ უბნებზე, სადაც ხმას აძლევენ ის ადამიანები, რომლებსაც გაყალბებაში მიუძღვით წვლილი. ასეთი არის ბათუმში თორნიკე რიჟვაძე, ტიტეაროშიძე, რესან კონცელიძე და სხვები. ასევე დილით, როცა უბნები იხსნება და მიდიან კომისიის წვერები. ადამიანები, რომლებმაც არჩევნები ბიძინა ივანიშვილი სასარგებლოდ გააყალბეს და წაართვეს ქართულ საზოგადოებას არჩევანის უფლება. ეს არის ჩვენი პოზიცია. სხვა მხრივ გაიმართება კიდევ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა გზით ვაპირებთ 21 ნოემბერს ერთიანად წინააღმდეგობის გაწევას იმ ფაქტისთვის, რასაც გეგმავს ''ქართულიოცნება'' მეორე ტურებში. შეხვედრაზეგვექნება საბოლოო პასუხი. გავივლით პარტიებთან. ზუსტად რა ფორმატზეა საუბარი. როგორ გავაკეთებთ და დავაოგანიზებთ. დისკომფორტი აუცილებლად უნდა შევუქმნათ არჩევნებისგამყალბებლებს, არა მოქალაქეებს, არა იმ ადამიანებს, რომლებიც გულწრფელად ფიქრობენ, რომ არჩევანი გასაკეთებელია'' - განაცხადა ბრიფინგზე ''ლელო'' წევრმა ირაკლი კუპრაძემ.