წინასწარი მონაცემებით, უკრაინის პრეზიდენტის პარტია ადგილობრივ  არჩევნებში მარცხდება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა პარტიამ, „ხალხის მსახურმა,“ მარცხდება ადგილობრივ არჩევნებში, როგორც ეს ეგზიტპოლის მონაცემებიდან ჩანს. ზელენსკის პრორუსულმ და პროდასავლურმ მეტოქეები წინ არიან დედაქალაქ კიევში და ასევე დიდი ქალაქების უმეტესობაში. ზელენკის პარტია დამარცხდა ცხრა დიდი ქალაქიდან შვიდში, სხვათა შორის, კიევში, რომელშიც ქალაქის მერია ვიტალი კლიჩკო, თავისი უკრაინის დემოკრატიული ალიანსით. ადგილობრივი არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართა  უკრაინაში და ის მიიჩნევა ისტორიულად, რადგან ჩატარდა პირველად ახალი საარჩევნო კოდექსის მიღების შემდეგ. ახალი კანონით მოხდა კიევის ძალაუფლების დეცენტრალიზება და მისი გადაცემა ადგილობრივი მთავრობებისთვის. თუ შედეგები შენარჩუნდა, ეს იქნება დიდი დარტყმა ზელენსკისთვის, რომელმაც წელიწადნახევრის წინ მოულოდნელად გაიმარჯვა არჩევნებში და რომლის პოპულარობა მცირდება. "ეს იქნება კატასტროფა პარტიისთვის, რომელმაც ქვეყნის პარლამენტში ადგილების 56 პროცენტი მოიგო ერთი წლის წინ. ეს მართლაც საშინელებაა და ძირს უთხრის მისი პოზიციას რადაში", ამბობს ალექს კოკჩაროვი, საფრთხეების ანალიტიკოსი.   უკრაინელები ირჩევენ საოლქო და რაიონული საბჭოების დეპუტატებს, ქალაქების მერებს და, ასევე, ვერხოვნა რადის დეპუტატს ჩერნიგოვის ოლქიდან. უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს მე-8 და მე-9 მოწვევის დეპუტატი აღნიშნული ოლქიდან, ვალერი დავიდენკო, 2020 წლის 23 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით მოკლული იპოვეს კიევში მდებარე თავის ოფისში. https://www.radiotavisupleba.ge/a/30913377.html #ახალი_ამბები #twitter